კახა კალაძე

28 Dec. 2022, 15:56

თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა.

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ — ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მიხაროდა, რადგან ჩემს ქვეყანაში და ჩემი ხალხისთვის კეთდებოდა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიმაღლებდი ხმას იმაზე, რაც არ მომწონდა. ვიყავი და ვარ თავისუფალი ადამიანი, ყოველთვის ვიყავი ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი და რაც კარგი კეთდებოდა, ამაზე ღიად ვსაუბრობდი. მე ვცხოვრობდი იტალიაში. ყველანაირ საერთაშორისო პლატფორმას ვიყენებდი — ჟურნალისტებთან ურთიერთობა იქნებოდა თუ ჩემი პირადი ინვესტიციები. თქვენი ხელისუფლების პირობებში, მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, რომ აქ დამებანდებინა, ხალხი დამესაქმებინა და ჩემს ქვეყანაში დოვლათი შემექმნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ