რისთვის გამართა ზურაბიშვილმა ბრიფინგი და რაზე ილაპარაკა — მოკლედ
მან ბრიფინგზე ნაწილობრივ იგივე გზავნილები გააჟღერა, რაც მანამდე პროტესტის მონაწილეებს უთხრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს ადმინისტრაციასთან ექსპრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს.
- პრეზიდენტი აქციის მონაწილეებთან გავიდა და გააკრიტიკა იმის გამო, რომ "გავრცელებულ ჭორებზე მივარდნენ".
- მანვე ხაზი გაუსვა, რომ ჭორებს უვრცელებენ ისინი, ვინც 2007 წელს სააკაშვილის შტაბში ან ქართუ ბანკში ისხდნენ.
- "მე შევიწყალე მურუსიძე? ჩინჩალაძე მე შევიწყალე? თუ მე დავაყენე, მე გავაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ?" — თქვა გაბრაზებულმა პრეზიდენტმა და აქციის მონაწილეები დატოვა.
- სწორედ ამის შემდეგ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბრიფინგი ჩაინიშნა.
რატომ გამართა ბრიფინგი: ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გეგმაში არ ჰქონდა, მაგრამ სურს მიუბრუნდეს იმას, რისი თქმაც აქციის მონაწილეებისთვის უნდოდა და ვერ დაასრულა.
- მისი განამრტებით, გადაწყვიტა ჩასულიყო ადმინისტრაციასთან შეკრებილებთან, რომლებთან ერთადაც "არაერთი ბრძოლა აქვს გავლილი" სააკაშვილის წინააღმდეგ და საერთო წარსულის გამო დიდ პატივს სცემს.
- "ამ ადამიანებისთვის ჩავედი მე და არა იმისთვის, რომ აქციის ზოგ-ზოგი მონაწილეები, არ ვიცი ვისგან მართულნი, შემოვარდნილიყვნენ სასახლეში. ეს არ არის ფორმა და მე დარწმუნებული ვარ იმ ადამიანების, ვინც ამას სათავეში ედგნენ, მათი მიზანი ეს არ იყოს", — განაცხადა მან.
ბრალდებები მმართველ გუნდს: ზურაბიშვილის თქმით, ეს აქცია იყო არამხოლოდ მისი ყოფილი თანამებრძოლების ორგანიზებული, არამედ "თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსი, რომელიც ვრცელდებოდა ამ დღეებში". მისივე თქმით, ეს ეს იყო მიზანმიმართული, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე.
- მას არ დაუკონკრეტებია, რომ მმართველ გუნდზე საუბრობდა, თუმცა არაერთგზის მიანიშნა — მაგალითად, ხაზი გაუსვა, რომ იმ პარტიის მეთაურები 2007 წელს სააკაშვილის წინააღმდეგ არ იბრძოდნენ, მოსამართლეების დაწინაურებაზე ისაუბრა და იქვე ქართული ოცნებიდან წამოსული ოთხეულიც ახსენა.
- "ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, მიკითხავენ მორალს და მასწავლიან როგორ უნდა ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია", — განაცხადა პრეზიდენტმა.
- მანვე დასვა კითხვა და იქვე უპასუხა: "მე მაინტერესებს ეს ადამიანები 2007 წლის შემდეგ სად იყვნენ? მე გეტყვით — ერთი იყო მიშას შტაბში და დარჩა დიდხანს. ვიღაცა იყო ქართუ ბანკში კარგად მოკალათებული და ვიღაცა კიდევ სხვა თანამდებობებზე. და აღარ მინდა ახლა, არ მინდა, რომ პერსონალური გავხადო. მაგრამ არსად იყვნენ და რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან მაინტერესებს, თუნდაც ის ოთხეულები, რომ დარბიან იქეთ-აქეთ?!"
- ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "ვითომ ძალიან დაპირისპირებული ძალები" ერთობლივ თამაშს თამაშობენ: "მაგრამ, რეალურად, ვინ შეიწყალა მურუსიძე და ჩინჩალაძე? მე? როდის? არ ვიცი, მიპასუხეთ. მგონი სწორედ იმ ძალამ, რომელიც დღეს ჭკუას მასწავლის".
"ორი ძალის" ერთობა: პრეზიდენტმა დასვა კითხვა, რა არის შეთანხმებული ქმედება "ორ ძალას" შორის. მას ისევ, არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა, მაგრამ ენმ-სა და ქართულ ოცნებაზე მიანიშნა.
- "პირველ რიგში, მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა იმას აქეზებდნენ ჩამობრძანდით, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთო. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდიო", — ასე უპასუხა თავისივე კითხვას.
- ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ორივე ძალას აწყობდა სააკაშვილის ჩამოსვლა და შედეგად, უკვე ერთი წელია ქვეყანა გაჩერებულია ამ თემაზე კამათში, ბრძოლასა და დავაში.
- "ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ [აწყობს], რომ დღეს ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს — იმიტომ, რომ პასუხი აღარ აქვთ გასაცემი არცერთ იმ კითხვაზე, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას".
ზეწოლა, ბულინგი, მუქარა, შანტაჟი და დამცირება: პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნეა და იკითხა, სად არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ბულინგზე რეაქცია უნდა გამოხატონ.
- "შანტაჟი, პირდაპირ შანტაჟი, მუქარა, დამცირება. აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ, რას ნიშნავს, როცა... არა მგონია, არცერთ ქვეყანაში სხვაგან არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წიმ", — თქვა ზურაბიშვილმა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, ვინ და როგორ აშანტაჟებს.
- "მემუქრებიან რაღაცა კარიერით, თურმე მე ამ კარიერას დავემშვიდობები, თურმე რაღაცა სხვა კარიერა მინდა, ავიწყდებათ რამდენი წლის ვარ. მაგრამ თუ ვინმე მიცნობს ამ ქვეყანაში, ალბათ, იცის, რომ კარიერა დიდი ხანია იქ დავტოვე, რომ მე მაინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რომელსაც ყველა ებრძვის რატომღაც", — განაცხადა მან.
- "აქა ვარ მე, აქა ხართ თქვენ და ჩვენ ამ გზაზე წავალთ, რაც არ უნდა იყოს ყველას მიერ ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით შანტაჟის მცდელობები", — ასე დაასრულა მან გამოსვლა.
შეწყალება: ბრიფინგის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა ერთადერთ კითხვას უპასუხა.
- ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აინტერესებთ პასუხი მთავარ კითხვაზე — შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს?
- "მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" — თქვა მან და ოთახი დატოვა.
- აქამდე ზურაბიშვილი იმეორებდა ფრაზას "არა და არასდროს" და არცერთხელ უთქვამს, რომ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები