რას კითხულობდნენ საქართველოში 2022 წელს — ბესტსელერები სულაკაურის გამომცემლობისგან
2022 წლის განმავლობაში სულაკაურის გამომცემლობამ 524 დასახელება გამოსცა. მათ შორის შეხვდებით როგორც უკვე კარგად ნაცნობი ავტორების, ასევე დებიუტანტი, თუ ქართულ ენაზე პირველად თარგმნილი ავტორების რომანებს. სტატიაში გაგაცნობთ 2022 წლის 10 ბესტსელერს. მათი ნაწილი უკვე წლებია, რაც ტოპ ათეულს არ ტოვებს, ხოლო ნაწილიც წელს შეუერთდა აღნიშნულ სიას.
10. პატი სმითი — უბრალოდ, ბავშვები
მთარგმნელი: ბიძინა და ანა მაყაშვილები
ცნობილი მუსიკოსის, პატი სმითის უბრალოდ, ბავშვები წელს გამოიცა და მკითხველის ყურადღება მალევე მიიპყრო. წიგნი სასიყვარულო ამბად იწყება და ელეგიად სრულდება. უბრალოდ, ბავშვები 60-70-იანი წლების ნიუ-იორკსა და იქაურ მდიდრებსა და ღარიბებს, თაღლითებსა და ხულიგნებს ეძღვნება. ესაა ნამდვილი ზღაპარი, რომელიც ასახავს ორი ახალგაზრდა ხელოვანის აღმასვლას დიდებისკენ.
9. ჰარპერ ლი — ნუ მოკლავ ჯაფარას
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
ნუ მოკლავ ჯაფარას სწორედ ის წიგნია, რომელიც წლებთან ერთად პოპულარობას არ კარგავს. რომანი თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული, 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა — ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
8. ზაირა არსენიშვილი — კოლაჟი მთვარის შუქზე
2022 წელს სულაკაურის გამომცემლობამ ზაირა არსენიშვილის მესამე რომანი — კოლაჟი მთვარის შუქზე გამოსცა, რომელიც ვა, სოფელოსა და რეკვიემის მსგავსად, მალევე იქა ბესტსელერად. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე.
7. იუვალ ნოახ ჰარარი — საპიენსი
მთარგმნელი: ნიკა სამუშია
ბოლო ორი წელია არც საპიენსი თმობს თავის პოზიციებს ბესტსელერების სიაში. 100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა — ჰომო საპიენსი — გადარჩა. როგორ მოვაღწიეთ დღემდე? როგორ მოახერხეს ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის უფლებების? როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს ავტორი.
6. თემურ ბაბლუანი — მზე, მთვარე და პურის ყანა
წიგნი, რომლის დანახვაც ბესტსელერებში არავის გააკვირვებს მზე, მთვარე და პურის ყანაა — ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი არის აღწერილი. წიგნი მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ავტორს რომანისთვის 2019 წელს გადაეცა პრემია საბა, ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.
5. სალი რუნი — მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ
მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
წელს გამოიცა ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ავტორის, სალი რუნის მესამე რომანი — მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ. რომანის გმირები ცდილობენ, მოერგონ ამ სამყაროს, იპოვონ საკუთარი თავი. ესაა სიყვარულის, ვნების, სურვილების, ტკივილისა და შიშის დაუსრულებელი ციკლი. იპოვიან კი ეს პერსონაჟები ადამიანებს, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესს გახდიან და დაანახვებენ მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას?
4. თემო რეხვიაშვილი — კურიერის ამბები
კურიერის ამბები ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით. რომანმა პრემია საბას წლევანდელ დაჯილდოებაზე გაიმარჯვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი.
3. არჩილ ქიქოძე — ხვლიკი საფლავის ქვაზე
ბესტსელერებს შორის, რა თქმა უნდა, მოხვდა პრემია საბას ლაურეატი ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი — არჩილ ქიქოძის ხვლიკი საფლავის ქვაზე. წიგნში ასახულია წარსულისა და აწმყოს, გახსენებისა და დავიწყების, სიკვდილისა და სიცოცხლის მარად აქტუალური და წინააღმდეგობით სავსე დაპირისპირება. მთხრობელი შეგნებულად ამბობს უარს, დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები და ტკივილები, თუნდაც ამით გაუსაძლისს ხდიდეს საკუთარ ყოფას. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო – ბერლინიდან კავკასიონის პატარა სოფლამდე.
2. ჰერმან ჰესე — ზიდჰარტა
მთარგმნელი: გიორგი შატბერაშვილი
ჰერმან ჰესეს შემოქმედებას ქართველი მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მისი რომანები ითარგმნება, ავტორის წიგნი მაინც ბესტსელერთა შორისაა. ზიდჰარტა ლეგენდაა ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ცდილობს, ჩასწვდეს სიცოცხლის არსს და მიაღწიოს სრულყოფილებას. ზიდჰარტა, ბრაჰმანის პატივსაცემი ვაჟი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ძველ ინდოეთში. სოფელში ყველა მოელის, რომ მამის მსგავსად წარმატებული ბრაჰმანი იქნება. მაგრამ მას უფრო მეტის შეცნობის სურვილი აქვს. ზიდჰარტას აზრით, ცოდნის გადმოცემა შეუძლებელია სწავლებით, მაგრამ მიღება შესაძლებელია პირადი გამოცდილებით. ამიტომ გადაწყვეტს, დამოუკიდებელი ცხოვრების გზას დაადგეს. მეგობარ გოვინდასთან ერთად მიდის სახლიდან და იწყებს თავგადასავლებითა და ძიებით სავსე ცხოვრებას.
1. თამთა მელაშვილი — შაშვი შაშვი მაყვალი
როგორც შარშან, ასევე წელს, თამთა მელაშვილის რომანი ბესტსელერების სიაში პირველობას არ თმობს. წიგნის მთავარი გმირი შუახნის, მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს, მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. სიკვდილის შიშით შეძრული ქალი ისეთ გადაწყვეტილებას იღებს, სხვა დროს რომ ვერაფრით გაბედავდა და მოულოდნელ სასიყვარულო თავგადასავალში ეხვევა. შაშვი შაშვი მაყვალი 2021 წელს გახდა პრემია საბას ლაურეატი ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
კომენტარები