გრეტა თუნბერგმა ენდრიუ ტეიტის ცინიზმს გამონაბოლქვზე საკადრისად უპასუხა
ახალგაზრდა შვედი გარემოსდამცველი აქტივისტი გრეტა თუნბერგი არაერთხელ გამხდარა კიბერბულინგისა და ცინიზმის სამიზნე. თუნბერგს მიაჩნია, რომ კლიმატის კრიზისის სიმწვავეზე ხაზგასასმელად ზოგჯერ ხალხის განრისხებაც საჭიროა; თუმცა, თავად აქტივისტი კრიტიკას თუ ვირტუალურ თავდასხმებს ყოველთვის მშვიდად, ზოგჯერ კი ირონიითაც პასუხობს.
ამჯერად, თუნბერგს ცინიკურად მიმართა სექსისტური და მიზოგინური კომენტარებით ცნობილმა ენდრიუ ტეიტმა. ყოფილი კიკბოქსიორი, რომელიც საკუთარ თავს "წარმატების ინსტრუქტორად" მოიხსენიებს, თავისი განცხადებების გამო აქამდე არაერთ სოციალურ ქსელში დაუბლოკავთ. ტეიტმა ტვიტერზე თავის ერთ-ერთ მანქანასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და პოსტში გრეტაც მონიშნა.
"სალამი, გრეტა", — წერს ტეიტი და აღნიშნავს, რომ 33 მანქანა ჰყავს, — "ეს მხოლოდ დასაწყისია. გთხოვ, მეილის მისამართი მომწერე, რომ ჩემი მანქანების კოლექციის სრული სია გამოგიგზავნო და ისიც მოვაყოლო, თითოეული რამხელა გამონაბოლქვს გამოყოფს".
ამ პოსტს მალევე გამოეხმაურა თუნბერგი და ტეიტს "თავისი მეილის მისამართი" გაუზიარა.
"დიახ, თუ შეიძლება, განმანათლეთ", — წერს გრეტა პოსტში, — "მომწერეთ აქ: [email protected]".
რასაკვირველია, ეს ყალბი მეილის მისამართია, რომლის საშუალებითაც აქტივისტმა ტეიტს სათქმელი ირიბად უთხრა. Small Dick Energy ("პატარა ასოს ენერგია") ამერიკულ სლენგზე აღნიშნავს კაცს, რომელიც ტოქსიკურ მასკულინობას და თავმომწონეობას ავლენს, Get a life კი სასაუბრო ინგლისურში მოწოდებაა, ადამიანმა თავის საქმეს მიხედოს.
ტეიტი, რომელიც თავისი შეხედულებებით განსაკუთრებით პოპულარული ულტრამემარჯვენე ჯგუფებშია, წლევანდელ წელს ყველაზე ხშირად დაგუგლულ ადამიანებს შორის აღმოჩნდა.
სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ტეიტს ქალები კერძო საკუთრებისთვის შეუდარებია, ასევე გრაფიკულად აღუწერია, როგორ იძალადებდა ქალზე, ეს უკანასკნელი თუ ღალატში დაადანაშაულებდა. 2017 წელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ასევე მის განცხადებას, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც ეკისრებათ მომხდარზე პასუხისმგებლობა.
რაც უნდა ირონიული იყოს, ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, ტიკტოკსა და იუთუბზე დაბლოკილმა ტეიტმა განაცხადა, რომ თავის აუდიტორიას ყოველთვის მოუწოდებს, "ტოქსიკურ კაცებს" მოერიდონ. ტეიტს აქტივობის უფლება რამდენჯერმე შეუჩერდა ტვიტერზეც.
რაც შეეხება თუნბერგს, მის პასუხს ინტერნეტში აღფრთოვანებით შეხვდნენ. გრეტას ტვიტს ამჟამად 2,5 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები