ალცჰაიმერის დიაგნოსტირებისთვის არაერთი საშუალება არსებობს, თუმცა ზოგი ინვაზიურია, ზოგი კი — ნაკლებად ეფექტიანი.

დაავადების დასადგენად ექიმები ხშირად ტვინის სკანირებას და უჯრედულ ანალიზს მიმართავენ. ეს უკანასკნელი ზურგის ტვინის ამოღებას მოიცავს, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა — ცერებროსპინალური სითხეს პაციენტის წელიდან ნემსის საშუალებით მოიპოვებენ. ამის შემდეგ ნიმუში ლაბორატორიაში მიაქვთ და ნერვული უჯრედების დანაკარგზე, ამილოიდის მოჭარბებასა და ტაუ-ცილების დაგროვებაზე ამოწმებენ. მეორე მხრივ, MRI სკანირება შედარებით მარტივი პროცედურაა, თუმცა ძვირია და ბევრს მასზე ხელი ნაკლებად მიუწვდება.

ასევე იხილეთ: შექმნეს სენსორი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადებას სიმპტომების გაჩენამდე 17 წლით ადრე ავლენს

ალცჰაიმერის დიაგნოსტირებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა სისხლის ტესტი, თუმცა აქამდე ნეიროდეგენერაციის ნიშნების იდენტიფიცირებაში იგი მაინც ნაკლებად ეფექტიანი გახლდათ.

ახლახან მეცნიერებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელიც ამ პრობლემას სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებებისგან ნამდვილად განასხვავებს. იგი ანტისხეულებს ეფუძნება და ტვინის ტაუ-ცილების დაფიქსირება შეუძლია, რომლებიც ალცჰაიმერს ახასიათებს. მათ კვლევა 600 პაციენტზე ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ინოვაცია მართლაც ეფექტიანია.

თომას კარიკარი, პიტსბურგის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი და კვლევის თანაავტორი, იმედოვნებს, რომ მათი მიგნება მეცნიერებს ალცჰაიმერის სამკურნალო საშუალებებისთვის უკეთესი კლინიკური ცდების შექმნაში დაეხმარება.

მანამ, სანამ ტესტი საავადმყოფოებამდე მოაღწევს, მეცნიერებს დამატებითი შრომა დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა დადასტურდეს, რომ მეთოდი ბევრ პაციენტზეც ანალოგიური სიზუსტით იმუშავებს, მათ შორის განსხვავებული ეთნოსის ადამიანებზე.

მეცნიერთა ნაშრომს ჟურნალში Brain გაეცნობით.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.