ლევან ხაბეიშვილი

3 Jan. 2023, 12:43

4 იანვარს ჩვენი ქვეყნის, მიშას და ჩვენმა მეგობარმა, მარკ ფეიგინმა მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში დააანონსა პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები და, შესაბამისად, 4 იანვარს ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონაში, საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან გაიმართება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

4 იანვარს, 18:00 საათზე, მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში 2 ლოკაციაზე — ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა ვიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის და ბოროტების გარეშე გველოდებიან.

მსოფლიოს, მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვალად დამარცხდება თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. საქართველოს გაერთიანება არის ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მანამდე ჯერ შიდა მტერთან, რუს ოლიგარქთან მოგვიწევს გამკლავება, რათა მოვახერხოთ საქართველოს გათავისუფლება ამ ბოროტი ძალისგან.

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციები გაიმართება. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე გამოვლენ სხვადასხვა ქალაქში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  2. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით
  3. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  4. კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის მტკიცებით, ბერიკაშვილი სუსის დავალებით არ გაუთავისუფლებია
  5. რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც ნაძალადევის რაიონში, 4 პირს, ბლაგვი საგნის გამოყენებით, დაზიანება მიაყენა

მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი, ჯანმრთელობის განზრახ…