რას ამბობს კულტურის სამინისტრო ლევილის მამულიდან გავრცელებულ კადრებზე
სამინისტროს სოციალურ ქსელში საფრანგეთიდან, ლევილის მამულიდან გავრცელებული კადრებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მოქალაქე ვახტანგ ბარამაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო ლევილის მამულიდან. მისი თქმით, განადგურებულია მნიშვნელოვანი მასალა.
- "ასე გამოიყირება ლევილი დღეს. შენობა ჩამონგრეულია და წყალი ჩადის, სახურავზე ყრია წიგნები და ხელნაწერები. ექვთიმე თაყაიშვილის ღირსეული მემკვიდრეები გამოვდექით", — დაწერა კიდევ ერთმა მომხმარებელმა და ფოტოები გაავრცელა.
- სამინისტრო ადასტურებს, რომ სხვენში არაერთი წლის განმავლობაში ჩადიოდა წყალი და ამბობს, რომ შარშან და მიმდინარე წლის ნოემბერში სამინისტროს მიერ განხორციელდა სხვენის სახურავის შეკეთება შატოს რეაბილიტაციამდე.
დეტალები: სამინისტროში ამბობენ, რომ შატოს რეაბილიტაციამდე, რაც 2023 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს — "საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდგომ".
- აცხადებენ, რომ 2023 წელს დაგეგმილია სხვენის, ისევე, როგორც შატოს სხვა ნაწილების დაცლა სამუშაოების დაწყებამდე და შენობის გაწმენდა აზბესტისაგან.
- უწყებაში ამბობენ, რომ სინამდვილეში თანამშრომლებმა დაასრულეს მამულის სხვადასხვა სივრცეში ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყეს შატოს სხვენში არსებული საარქივო მასალების, რომლებიც ათეული წლებია იქ ინახებოდა შატოს ყოფილი მფლობელების მიერ, ეტაპობრივი დახარისხება მათი სამომავლოდ ბიბლიოთეკაში განთავსების მიზნით.
- "სხვენში ამჟამად დარჩენილია ქართული პერიოდული გამოცემების ნაწილი, რომელთაგან თითოეულის სამ-სამი ეგზემპლარი უკვე გადატანილია მამულის ბიბლიოთეკაში", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კულტურის სამინისტრო საუბრობს უკვე გაკეთებულ და გასაკეთებელ სამუშაოებზე:
- "ასევე გაცნობებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში, ლევილის მამულის გუშაგის სახლში (საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ნოემბრის #2022 განკარგულება) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895.74 ევრო";
- "მიმდინარეობს მამულის დაზიანებული გალავნის რეაბილიტაცია. ჩატარდა ბაზრის კვლევა და შედეგად შეირჩა სამუშაოთა განმახორციელებელი კომპანია გალავნის რეაბილიტაციის მიზნით, გამოიცა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულება (2022 წლის 28 ოქტომბრის განკარგულება #1922)";
- "გალავანზე სამუშაოები დაიწყო 2022 წლის 29 ნოემბერს და 2023 წლის მარტამდე რეაბილიტირდება გალავნის ისტორიული ნაწილი, 1053 მ2 ფართობით. აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულებაა 376 694,56 ევრო";
- "რაც შეეხება შატო-მედიათეკა-ბიბლიოთეკა-აკადემიას, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შესარჩევად, საფრანგეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, მიმდინარეობს საპროექტო განაცხადის დაზუსტება; პროექტი კი განხორციელდება რამდენიმე ფაზად";
- "რაც შეეხება მამულის პარკს, 2022 წლის სექტემბერში სამინისტრომ ლევილის მამულის მწვანე საფარის მოწესრიგებისა და სანიტარული ჭრის სამუშაოები დაიწყო, რომლებიც 30 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. მამულის პარკში (3.09ჰა) მიმდინარე სამუშაოები, მცენარეთა თავისებურებებიდან გამომდინარე, რამდენიმე ეტაპად წარიმართა და დეკემბერში დასრულდა";
- "2023 წლიდან, მწვანე სივრცეების მოვლის მიზნით, იგეგმება თანამშრომლობის გაგრძელება ფრანგულ კომპანია Scop Val’Emploi-სთან, რომელიც 2023 წლის მანძილზე უზრუნველყოფს რამდენიმე რეგულარულ ჩარევას მამულის ტერიტორიაზე".
გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ სამუშაოების ღირებულებამ, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 12 000 ევრო შეადგინა.
- "ლევილის მამულის პარკში ხეხილის აღწერის პროცესი წინ უძღვის საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 18 მაისის განკარგულებით (N836) აღებული ვალდებულების შესაბამისად, მამულის პარკის მოვლა-განვითარებისა და პარკში ქართული ჯიშის ხეხილისა და ვენახის მოსაშენებლად, პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებას";
- "კომპანიამ სკოპ ვალ’ამპლუა ემანუელ პლუვინაჟთან ერთად განსაზღვრა მომავალი წლის იანვარ-თებერვალში ხეხილზე განსახორციელებელი ჩარევები (გადაბელვა-მოჭრა დაახლოებით 30 ხეზე) 5977,80€ ღირებულებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
არქივიდან: 2016 წლის ივლიის გამოიცა მთავრობის განკარგულება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის (Leuville-sur-Orge) საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.
- განკარგულებაში გაწერილია სავარაუდო ხარჯები პროექტის ძირითადი კომპონენტებისთვის, რომელთა შორისაცაა ლევილის მამულის შატო;
- ამ დოკუმენტის მიხედვით, სამუშაოები 2017-2026 წლებში უნდა ჩატარდეს.
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
კომენტარები