გიული ალასანია

5 Jan. 2023, 20:26

მაპატიეთ, რომ შეგაწუხეთ, მაგრამ იძულებული გავხდი. მაქვს საგანგაშო მდგომარეობა. დღეს, ვივამედის კლინიკაში, სადაც არის მოთავსებული ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი, მან დაკარგა გონება და ეს იყო მეორე შემთხვევა, მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. შუალედში ამ ორი ეპიზოდის იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება, იქ ჩაერთნენ ბადრაგები, აიყვანეს, იატაკზე იყო დაგდებული, ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს.

მე არ ვიცი, მესამე შემთხვევა ნებისმიერ მომენტში შეიძლება, განმეორდეს და შეიძლება, დამთავრდეს ფატალურად, ეს გვაქვს რეალობა. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო, წელში გადატყდება დემოკრატია ან სიტყვის თავისუფლება, რომლის მნიშვნელობა აქ ნაკლებად ესმით ადამიანებს და განსაკუთრებით, ნაკლებად ესმის ისტაბლიშმენტს, რომელიც დღეს კლავს ჩემ შვილს. საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. [...]

მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყავს ახლობლები, მხარდამჭერები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ უკვე წელიწადი და სამი თვეა ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ. აი, ამას გპირდებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ…