"უილს იმაზე მეტად ვგავარ, ვიდრე მეგონა" — ნოა შნაპი გეიდ დაქამინგაუთდა
ახალგაზრდა ამერიკელი მსახიობი ნოა შნაპი, რომელიც მაყურებელმა ნეტფლიქსის გახმაურებული სერიალიდან Stranger Things გაიცნო, ცოტა ხნის წინ გეიდ დაქამინგაუთდა. შნაპმა ტიკტოკზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ახლობელ ადამიანებთან თავისი ქამინგ აუთის გამოცდილებაზეც ჰყვება.
"როცა შიშში 18-წლიანი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, ჩემს მეგობრებსა და ოჯახს ვუთხარი, რომ გეი ვარ, მათ კი მხოლოდ ის მიპასუხეს, ვიცითო", — წერს მსახიობი და პირს აყოლებს ტიკტოკის 'საუნდს': "იცი, რა არ ყოფილა ეს? ასეთი სერიოზული ამბავიც. ასეთი სერიოზული ამბავი არასდროს ყოფილა ეს. ალალად ვამბობ, სერიოზული ამბავი არც არასდროს იქნება".
შნაპმა ვიდეოს აღწერაში ასევე აღნიშნა, ალბათ უილს იმაზე მეტად ვგავარ, ვიდრე მეგონაო.
უილი, რა თქმა უნდა, მისი ყველაზე ცნობილი როლია — Stranger Things-ის ერთ-ერთი მთავარი გმირი. საქმე კი ისაა, რომ სერიალის გულშემატკივრები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ უილ ბაიერსის სექსუალურ ორიენტაციას. საბოლოოდ, ამ თეორიას თავად მსახიობიც გამოეხმაურა გასულ ზაფხულს; შნაპმა დაადასტურა, რომ უილი გეია და მას თავისი საუკეთესო მეგობარი, მაიკი, უყვარს.
"უილი თავს შეცდომად მიიჩნევს და ჰგონია, რომ მისი ადგილი არსადაა", — განაცხადა მაშინ ნოამ, — "იგი ყოველთვის ასე გრძნობდა თავს; მის ყველა მეგობარს ხომ შეყვარებული ჰყავდა და საკუთარი ადგილი ჰქონდა. უილმა კი თავისი ადგილი ვერსად იპოვა. ალბათ სწორედ ამიტომ, უამრავი ადამიანი მეუბნება, რომ უილთან თავს აიგივებს".
ძმები დაფერების ცნობილი სერიალის Stranger Things-ის მეოთხე სეზონის ბოლო სერიები მაყურებელმა 2022 წლის ზაფხულში იხილა. გასულ წელსვე დადასტურდა, რომ პროექტი მეხუთე სეზონით დასრულდებოდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები