10 ფრაზა, რომელიც ყველა შვილს უთქვამს მშობლისთვის
ბავშვობისა და თინეიჯერობის წლები თავიანთი სილაღითა და მხიარულებით უამრავ ადამიანს ლამაზად ახსენებს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვიწევდა ხვეწნა-მუდარა მეგობრებთან ერთად გასართობად გაშვებაზე თუ დაბალი ნიშნის ან სხვა ონავრობის გამო დასჯის თავიდან აცილებაზე. მართალია, ყველა ჩვენგანს განსხვავებული მოგონებები და გამოცდილებები აქვს, მაგრამ ეს ათი ფრაზა ალბათ ერთხელ მაინც აუცილებლად გვითქვამს ყველას ჩვენი მშობლებისთვის.
თუ უკვე წაიკითხე დედების საყვარელი ფრაზები, დროა, ამ ფრაზებსაც გადახედო.
1. თუ გიყვარვარ, რა!
"თუ გიყვარვარ", ანუ მშობლის ნამუსზე აგდების საუკეთესო გზა. ამ ჯადოსნური სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, თუკი სურვილს მაინც არ შეგისრულებენ, სინდისის ქენჯნის დასაძლევად რაღაცით აუცილებლად დაგასაჩუქრებენ. ამაზეა ნათქვამი, მთვარეს დაუმიზნე და რომც ააცდინო, მაინც ვარსკვლავებს შორის აღმოჩნდებიო.
2. რაღაცას გეტყვი და არ მეჩხუბო!
როცა იცი, რომ რაღაც ძალიან მიქარე და ვერც მიჩქმალავ და ვერც გაამართლებ, ამიტომ მშობლების გულმოწყალების იმედიღა დაგრჩა. "მითხარი, არ გეჩხუბები" კი უკვე იცი, რომ ერთი დიდი ტყუილია და, რაღა დაგიმალო, ალბათ ვერც ამ შემთხვევაში აიცდენ გვარიან დატუქსვას.
3. წავალ რა, გთხოვ!
გაშვება? არ გაშვება? საკითხავი აი ეს არის. თინეიჯერობის ყველა დღე, თვე და წელი სწორედ ამ ფრიად საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ ბრუნავს.
4. მალე მოვალ!
რა ფუჭიცაა ეს პირობა ალბათ კარგად იცი, მაგრამ შენიც გვესმის, ასეთი თეთრი, ქათქათა ტყუილები საჭიროა, თუ გინდა, რომ მარტო მათემატიკის დავალებები კი არა, სოციალური ცხოვრებაც გქონდეს.
5. აუ, სადაა? ვერ ვპოულობ!
ამ დროს დედა აუცილებლად შეგახსენებს, რომ თვალების წესიერად გახელა არ იცი, თუმცა წამიერად გიპოვის იმ ნივთს, რასაც შესაძლოა მთელი დღე ეძებდი. აი, დედამაც თუ ვერ იპოვა, მაშინ კი მართლა დაკარგულია.
6. საჭმელად რა გვაქვს?
რა მიხვედრა უნდა, ალბათ რომელიღაც ჯანსაღი სუპი ყველა სახეობის მწვანილით, რომლის ატანაც არ გაქვს! მშობლები ხომ სწრაფი კვების პროდუქტებს დიდად არ სწყალობენ და მაინცდამაინც წვნიანზე და ბოსტნეულზე გიჟდებიან.
7. მაჭამე რა რამე!
არადა, რომ გკითხონ, არავის ჭკუის სწავლება და დახმარება არ გჭირდება...სანამ არ მოგშივდება...
8. ესეც მიყიდე რა!
ამ დროს ალბათ შეგახსენებენ, რომ ფული ხეებს არ ასხია და შესაძლოა, შენს და-ძმებსაც ბევრი რამ უნდათ და სჭირდებათ. სწორედ ამ დროს უნდა მოიხმო "თუ გიყვარვარ" მხსნელად და მაშველად და რაღაცას მაინც გიყიდიან.
9. რა ჩავიცვა?
როცა სულ იმას ედავები მშობლებს, რომ გიკონტროლებენ, რა ჩაიცვა და რა — არა, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება და დილით სადღაც გაგვიანდება, გაქაფულ სირბილსა და ტანსაცმლის ქექვაში, მაინც მათი რჩევა გჭირდება.
10. სულ თქვენს ჭკუაზე გინდათ, ვიარო!
ცდები, მეგობარო, ის კი არ უნდათ, რომ მათ ჭკუაზე იარო, არამედ ირბინო, იხტუნაო და ბოლოს ალბათ იფრინო კიდეც.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები