10 ცნობილი სიმღერა, რომლის რეალურ მნიშვნელობაზე აქამდე ალბათ არ გიფიქრია
მუსიკის მოსმენისას ხშირად სხვა საქმითაც ვართ გართული, ამდენად, ისეც ხდება ხოლმე, რომ სიმღერის ტექსტის შინაარსს ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. ან, შესაძლოა, გაიგე კიდეც ტექსტი, თუმცა, მის მიღმა დამალული მნიშვნელობა შენთვის მაინც უცნობია. ამ სტატიაში რამდენიმე ისეთ მსოფლიო ჰიტზე მოგიყვებით, რომელთა რეალურ მნიშვნელობაზე ბევრ მსმენელს არ უფიქრია.
1. ლედი გაგას Poker Face
ეგრეთ წოდებულ გეი კერპად (Gay icon) მიჩნეული ამერიკელი პოპვარსკვლავის ეს სიმღერა სადებიუტო ალბომის ერთ-ერთი სინგლი და წარმატებული ჰიტი აღმოჩნდა. ლედი გაგას იმიჯიდან გამომდინარე, სიმღერის ინტერპრეტაცია ალბათ რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრი მაინც გაოცებული დარჩა, როცა მომღერალმა განაცხადა, რომ Poker Face მის ბისექსუალობაზე ჰყვება. მომღერლის თქმით, სიმღერა იმ ამბავზეა, როცა "კაცთან ერთად ხარ, მაგრამ ქალზე ფიქრობ".
2. Los del Río-ის Macarena
ცნობილი ესპანური დუეტის ეს სიმღერა 1990-იანი წლების ნამდვილი ჰიტია, რომლის ცეკვაც მთელ მსოფლიოში ყველა თაობის ადამიანმა კარგად იცის. რადგან სიმღერა ესპანურენოვანია, გასაკვირი არაა, რომ მისი ტექსტის შინაარსი მსმენელთა უმეტესობას არ ესმის — მაკარენა, რეალურად, ამ სახელის მქონე ახალგაზრდა ქალზეა, რომელიც შეყვარებულის ჯარში წასვლის შემდეგ მის ორ მეგობართან იწყებს სასიყვარულო ურთიერთობას.
3. ჯონ ლენონის Imagine
ცნობილი ინგლისელი მუსიკოსის ეს სიმღერა მალევე იქცა არა მხოლოდ მსოფლიო ჰიტად, არამედ მშვიდობის ერთგვარ ჰიმნადაც. მსმენელთა ნაწილი ამ კომპოზიციას სწორედ ასე იცნობს: საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობისადმი მიძღვნილი ჰიმნი. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ტექსტის შინაარსი მსოფლიოს ლენონისეულ ხედვას ასახავს — სადაც "არ არსებობენ ქვეყნები" და "არ არსებობს კერძო საკუთრება". მეტიც — თავად მუსიკოსი სიმღერას "კომუნისტურ მანიფესტადაც" მიიჩნევდა.
4. ჰარი სტაილსის Watermelon Sugar
ლედი გაგასი არ იყოს, სტაილსის სიმღერების მნიშვნელობის მიხვედრაც მარჩიელობის გარეშე შეიძლება. თუმცა, ინგლისელი მომღერლის ფანების ნაწილისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, როცა გაიგეს, რომ 2020 წლის ზაფხულის ჰიტი Watermelon Sugar რეალურად, ორგაზმზეა.
5. Foster the People-ის Pumped Up Kicks
ამერიკული ინდი-პოპ ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიცია, ერთი შეხედვით, არხეინი და მელოდიური სიმღერაა. თუმცა, ტექსტის შინაარსი ამ განწყობისთვის სრულიად შეუფერებელია — ის, რეალურად, მკვლელობის ჩადენის სურვილით შეპყრობილ მოზარდზე ჰყვება. ჯგუფის სოლისტისა და სიმღერის ავტორის, მარკ ფოსტერის თქმით, სიმღერის დაწერის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მოზარდებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების შემაშფოთებელ სტატისტიკას გაეცნო და გადაწყვიტა, ამ საკითხთან ერთად, დანაშაულისადმი ახალგაზრდების მიდრეკილების პრობლემისთვის გაესვა ხაზი.
6. ჰოზიერის Take Me To Church
ვიდეოკლიპის ნახვის შემდეგ კი რთული გასაგები არ უნდა იყოს სიმღერის მნიშვნელობა, თუმცა, მათთვის, ვინც მეტ კონკრეტულობას ეძებს, ირლანდიელი მომღერალი განმარტავს, რომ კომპოზიცია, არსებითად, სექსსა და სექსუალობაზეა — მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა. ჰოზიერი ასევე ამატებს, რომ სიმღერის დაწერის მოტივი ეკლესიის, უფრო ზუსტად კი, კათოლიკე ეკლესიის "ფარისევლობაც" გახდა.
7. სიას Chandelier
ავსტრალიელი მუსიკოსის ბევრი სხვა სიმღერის მსგავსად, ეს კომპოზიციაც სიას ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. წარმატებული სოლო კარიერის დაწყებამდე მომღერალი ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე იყო დამოკიდებული; Chandelier-იც, რომელიც, ერთი შეხედვით, წვეულების შესახებ ჰყვება, სწორედ მავნე დამოკიდებულებებზე და მათგან თავის დაღწევის სურვილზე საუბრობს.
8. Of Monsters And Men-ის Little Talks
ეს სიმღერა ისლანდიური ინდი-ფოლკ ჯგუფის სადებიუტო ალბომიდან პირველი სინგლია, თუმცა, ამავდროულად, ბენდის ყველაზე წარმატებულ ჰიტსაც წარმოადგენს. ამ სიმღერასაც, მაჟორული ჟღერადობის მიუხედავად, არცთუ ხალისიანი შინაარსის ტექსტი აქვს. ტექსტი კი, რეალურად, დიალოგია წყვილს შორის — რომელთაგან ერთი მკვდარია, ხოლო მეორეს იგი კვლავ ელანდება.
9. ლეონარდ კოენის Dance Me to the End of Love
ამ სიმღერას კანადელი მუსიკოსის მდიდარ რეპერტუარში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ეკავა. თუმცა, ერთი შეხედვით, სასიყვარულო კომპოზიცია (მისი სათაური ითარგმნება, როგორც მეცეკვე სიყვარულის აღსასრულამდე), რეალურად, ისტორიაში მომხდარ ტრაგიკულ ამბებს უკავშირდება. კოენის თქმით, სიმღერის შთაგონების წყაროდ ჰოლოკოსტის პერიოდის ფოტო იქცა, სადაც ასახულია, როგორ უკრავენ პატიმარი მუსიკოსები სიკვდილის ბანაკებში, კრემატორიუმის გვერდით, როცა მათთან თანამცხოვრებები სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლიან.
10. The Lumineers-ის Cleopatra
ამერიკული ჯგუფის მსოფლიო ჰიტად ქცეული სიმღერა რომ სიყვარულით გულგატეხილ ადამიანზეა, ამის მიხვედრა ერთი მოსმენითაც შეიძლება. თუმცა, შეიძლება ჯერ კიდევ არ იცოდეთ, რომ კომპოზიციისა და მისი შინაარსის შთაგონების წყაროდ ტაქსის თბილისელი მძღოლი, მანანა, და მისი ცხოვრებისეული ისტორია იქცნენ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები