რა თქვა ამერიკელმა ნევროლოგმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ემანუელ ლახანი იკითხება, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.
- მისი განცხადებით, სააკაშვილის სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
- აღნიშნა, რომ მკურნალობა, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს საქართველოში უტარდება არ არის ადეკვატური და თქვა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სერიოზულია.
- "ციხეში მოთავსებამდე ის ნევროლოგიურად აბსოლუტურად ჯანმრთელად იყო. მას ინტელექტუალური ფუნქციები ჰქონდა სათანადოდ წარმოდგენილი... სახეზე იყო მისი შესაძლებლობების მკვეთრი დაქვეითება დაპატიმრების შემდეგ. ვნახე ეს როგორც დოკუმენტებში, ასევე ჩემს მიერ მისი გასინჯვის დროს".
დეტალები: უცხოელი ექსპერტის განცხადებით, სააკაშვილს აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის და საჭმლის მომნელებელი სისტემის.
- ისაუბრა, რომ ყველაზე მძიმე დიაგნოზი, რომელიც ექსპრეზიდენტს აქვს არის დემენცია, ასევე კრუნჩხვები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ ზურგის ტვინზე ზეწოლა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
- "ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობები იმათ შორის, რომელიც მას აქვს", — აღნიშნა ექსპერტმა პროცესზე.
გარდა ამისა, ემანუელ ლახანის თქმით, სააკაშვილს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას
- "განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები, თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარდეს უცაბედ სიკვდილში".
- ისაუბრა დემენციაზე და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება.
- "რამდენადაც მე ვნახე, ბოლო 8 თვის განმავლობაში დემენციასთან დაკავშირებით არის მდგომარეობის მკვეთრი და სწრაფი დამძიმება. გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ეწევა სწორი მკურნალობა, ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ის გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში".
სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პროცესზე თქვა, რომ ექსპრეზიდენტს 7 არალიცენზირებულ წამალს აძლევდნენ, რაზეც ამერიკელმა ექსპერტმა უპასუხა, რომ ამან პაციენტის ჯანმრთელობაზე ნეგატიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს.
- ხაჭაპურიძის კითხვაზე, თანამედროვე მედიცინით დადგენილი ნორმებით ხორციელდება თუ არა სააკაშვილის მკურნალობა ლახან აღნიშნა, რომ სიტუაციას სრულიად საპირისპიროა — "არანაირი თანამედროვე მეთოდი მის მკურნალობაში არ გამოიყენება".
- მისივე განცხადებით, ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ ტანჯვას, ასევე სააკაშვილის ღირსების შელახვას იმ კადრების გამოქვეყნებით, რომელიც ასახავს მის პირად ცხოვრებას.
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები