რაზე წერს მიხეილ სააკაშვილი The Wall Street Journal-ში
გამოცემამ ექსპრეზიდენტის სტატია 8 იანვარს გამოაქვეყნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: მიხეილ სააკაშვილი საავტორო მასალაში დასავლეთს მიმართავს და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ, დადგნენ დემოკრატიისკენ და გადაარჩინონ მისი სიცოცხლე.
- "მთელი ჩემი ცხოვრება დასავლური ღირებულებებისა და დემოკრატიის გასატარებლად ვმუშაობდი. გამოვდიოდი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ვთხოვ აშშ-სა და მოკავშირეებს, მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს ტირანიის წინააღმდეგ, რათა შენარჩუნდეს პროგრესი და გადარჩეს ჩემი სიცოცხლე", — წერს სააკაშვილი.
დეტალები: მისი თქმით, 2008 წელს, როცა ვლადიმერ პუტინი საქართველოში შემოიჭრა, ისიც უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად, ტირანულ აგრესიას დაუპირისპირდა.
- სააკაშვილი წერს, პრეზიდენტობის განმავლობაში, საქართველო არშემდგარი, მაფიის მიერ მართული ტერიტორიიდან წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცა.
- ამბობს, რომ პატიმრობაში ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამოა და ისჯება ერთგულებისთვის დემოკრატიისა, დასავლური ღირებულებებისა და კავშირებისთვის დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან.
- "2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ვარ პატიმრობაში და ვიმყოფები შეურაცხმყოფელ და არაადამიანურ პირობებში. ამჟამად ვიმყოფები ვივამედის ციხის კლინიკაში მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", — წერს ექსპრეზიდენტი.
- მისი თქმით, თუ პატიმრობაში მოკვდება და საქართველოს მტრები წარმატებას მიაღწევენ, რეგიონის სხვა ლიდერებმა უნდა იღელვონ როგორც რეგიონის, ასევე საკუთარ ბედზეც.
2008 წლის ომი: ამბობს, რომ პუტინის მიზანი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ჩამოგდება იყო.
- "მითხრეს, რომ 24 საათის განმავლობაში ოჯახთან ერთად ქვეყანა დამეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვალი სიკვდილის წინაშე აღმოვჩნდებოდი. დავრჩი, ქართველებთან ერთად ვიბრძოდი. აშშ-მა მხარი დაგვიჭირა და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები სოლიდარობის გამოსახატავად თბილისში ჩამოფრინდნენ. რუსეთი დედაქალაქის ზღურბლზე გავაჩერეთ", — წერს სააკაშვილი.
- მისივე განმარტებით, ომის დროს პუტინი მას დაჰპირდა, რომ დაისჯებოდა და პარალელს თავის შიდა მეტოქე, ალექსეი ნავალნისთან ავლებდა.
- სააკაშვილის თქმით, ამის შემდეგ ის საჯაროდ აფრთხილებდა ყველას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უკრაინისა და საქართველოს მიმართ.
- "გავაგრძელე ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადის აღსრულება და პირველად კავკასიაში, 2012 წელს უზრუნველვყავი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არჩევნების გზით", — წერს ის.
- სააკაშვილის განცხადებით, პუტინს არ დაუმალავს, რომ იგი აქტიურად ერეოდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა ამჟამინდელი მმართველი, ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი.
უკრაინა და პატიმრობა: უკრაინაში ყოფნის პერიოდზეც საუბრობს და ამბობს, რომ 2015 წელს, სამხრეთ ოდესის რეგიონის გუბერნატორად, მაშინ დაინიშნა, როდესაც პუტინი აგენტებისა და სეპარატისტების მეშვეობით ტერიტორიის დამხობას ცდილობდა.
- "ბატონი ივანიშვილის პრორუსულმა მთავრობამ საქართველოს მოქალაქეობა ჩამომართვა. გასული წლის ბოლოს, უკრაინა დავტოვე და თბილისში დავბრუნდი. ისევე როგორც ქართველების უმეტესობა, მე შეშფოთებული ვიყავი ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლით და რუსეთის გავლენისკენ სწრაფვით", — წერს სააკაშვილი.
- მისი თქმით, იცოდა, რომ რისკავდა და შესაძლოა, დაეპატიმრებინათ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებისთვის იქნებოდა ლეგიტიმური.
- "თუმცა, მე გადავიფიქრებდი დაბრუნებას, რომ მცოდნოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაწამებდა და მომწამლავდა და სიკვდილთან ახლოს მომიყვანდა", — წერს ექსპრეზიდენტი.
- მისი განმარტებით, 11 ევროპელი ექიმისგან შემდგარმა გუნდმა, რომელიც ორგანიზაცია ეპათიასთან ერთად მუშაობს თქვა, რომ სამედიცინო დახმარება საქართველოში არაადეკვატურია.
- გარდა ამისა, ამბობს, რომ 2022 წლის შემოდგომაზე ხუთმა ამერიკელმა დამოუკიდებელმა სამედიცინო ექსპერტმა შეისწავლა და უთხრა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაუდებელი დახმარების გარეშე, ციხეში მოკვდებოდა.
სააკაშვილის თქმით, მან პრეზიდენტ ბაიდენს მიწერა, რომელიც 90-იან წლებში გაიცნო.
- ამბობს, რომ 2012 წელს ბაიდენმა უწოდა ჯორჯ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპიდან.
- "ახლა შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ აშშ არ მისცემს საშუალებას პუტინს, მიაღწიოს გამარჯვებას ჩემი სიკვდილით და არ მისცემს საშუალებას, დაამყაროს კონტროლი საქართველოზე, რის აღსაკვეთადაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით", — წერს ექსპრეზიდენტი.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები