ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე 4 პირს პატიმრობა მიუსაჯეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.
- ჯეირანოვას თანასოფლელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს — შემთხვევა 2014 წლის 16 სექტემბერს მოხდა.
- ორგანიზაცია საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო ამ ფაქტის შესახებ, თუმცა თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
- ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
დეტალები: თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.
- მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ჯეირანოვას საქმეზე ბრალდებულია კიდევ ერთი კაცი, რომელსაც გამოძიება დამამცირებელი მოპყრობის გარდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. მისი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.
აქამდე, სახელმწიფოს ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
- ორგანიზაცია საფარი მიუთითებდა, რომ ჯეირანოვას შვილებმა კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
- საფარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.
- ორგანიზაციის ცნობით, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ძალადობასთან დაკავშირებით.
- მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ, კი ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაციაა გადაეხადა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები