სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ, ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერი გავრცელდა — რას ამბობენ ენმ-ში
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში On.ge-ის განუცხადეს, ნიკა მელია ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს, მაგრამ ჩანაწერებზე უკვე ისაუბრეს მისმა თანაპარტიელებმა — მხარდამჭერებმაც და მოწინააღდეგეებმაც.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა, სავარაუდოდ, ნიკა მელიას ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც 2021 წლით თარიღდება და როგორც ვიდეოზეა მითითებული, თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდშია ჩაწერილი.
- აუდიო მასალაში, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, მელია ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ მას ქვეყანაში დაბრუნების ეშინია.
კონტექსტი: ფარული ჩანაწერები კონკრეტული პოლიტიკოსის დისკრედიტაციის მიზნით აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.
- ამ ჩანაწერის გავრცელებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 14 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, რომ ფაბრიკაცია ამ ხელისუფლების იარაღია და მას მოასმენინეს აუდიო, სადაც მელია სააკაშვილზე "არასასიამოვნო ტერმინოლოგიით" საუბრობს.
- მისივე თქმით, ჩანაწერს იმ ადამიანებს აჩვენებდნენ, ვინც მელიას მხარს დაუჭერდა.
- ამ ეტაპზე უცნობია, გულისხმობდა თუ არა ხერხეულიძე გუშინ გავრცელებულ აუდიოს.
მიხეილ სააკაშვილი: მისი ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ჩანაწერების გავრცელებას გმობს და აღშფოთებულია.
- "არ იცოდა, მე მოვუყევი. თქვა, რომ, რა დროს ჩანაწერებია, მაგის დრო ახლა არ არის და ხომ უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ ეს პერიოდი, როცა ეს სისულელეები ხდებოდაო", — განუცხადა მან TV პირველს.
- "არ მინახავს, არ მომისმენია, ეს არასერიოზულია", — განაცხადა ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ასალანიამ.
ხატია დეკანოიძე: ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჭაობი და ამაზრზენია.
- "ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამის შემდეგ", — დაწერა მან.
ლევან ხაბეიშვილი: პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადებით, გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი "რუსული ოცნების" ხელწერაა.
- "მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც, გთხოვთ, უბრალოდ რეაგირების გარეშე დატოვოთ ეს სიბინძურე. ჩვენ, არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები ნეგატივი და ცილისწამება", — დაწერა ხაბეიშვილმა.
გიორგი ბარამიძე: პოლიტიკოსი ამბობს, რომ მისი პარტიის არცერთი სერიოზული ლიდერი ასეთ ჩანაწერებს არავის წინააღმდეგ, მით უფრო, გუნდის შიგნით არ გამოიყენებს.
-
"მინდა, ყველამ მკაფიოდ იცოდეს ჩემი აზრი, რომ ვინც ადრე ადამიანებს უკანონოდ უსმენდა და იწერდა, მიმაჩნია ჩვეულებრივ "კაგებეშნიკად", ვინც ამას დღეს აკეთებს, არის ტრივიალური პუტინისტი ქოცი", — წერს ბარამიძე.
ბაჩო დოლიძე: პარტიის კიდევ ერთ წევრი TV პირველთან ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერი ვანო მერაბიშვილის ხელწერაა.
- მისივე თქმით, თვე-ნახევარია, ამ ჩანაწერებს რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში დაატარებენ და გამოქვეყნებული ვერსია "ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფარბიკაციაა".
- "ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული და რასაც ვუყურებ, მეორეჯერაც უშვებენ და სხვებსაც აშვებინებენ. [...] ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც, სამწუხაროდ, ჭკუა ვერ ისწავლეს. პირდაპირ გეუბნებით რა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი", — თქვა მან.
ირაკლი ნადირაძე: მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს, როგორც სუს-ის, ასევე, რუსული სპეცსამსახურების ხელწერა.
- "შინაარსში არ შევალ, იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელია მსგავსი ტიპის აუდიოჩანაწერების, მითუმეტეს ამ ფორმით გავრცელება", — განაცხადა მან TV პირველთან.
გიორგი მუმლაძე: ის ამბობს, რომ ეს არის უმძიმესი ფაქტი, როგორც შინაარსის, ასევე გავრცელების თვალსაზრისით.
- "უმძიმესია, თუ რეალურად, ნამდვილად ასე ფიქრობ პარტიის ლიდერზე და ასეთი დამოკიდებულება გაქვს მის მიმართ. ხოლო მეორე, ვისაც ეს აუდიოჩანაწერი ჰქონდა და ინახავდა, უმძიმესი არის იგივე მორალური თვალსაზრისით, რომ შეინახო და რაღაც დროს გამოიყანო სააშკარაოზე", — განაცხადა მან TV პირველთან.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები