რა თქვა ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას განიხილავენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება — მან ათზე მეტი დიაგნოზი ჩამოთვალა, რომლის გამოც მისი შეფასებით, სააკაშვილი სასჯელისგან უნდა განთავისუფლდეს.
- მისივე განმარტებით, სააკაშვილის მდგომარეობა გამოწვეულია არა შიმშილობით, არამედ არასწორი მკურნალობით.
- ექიმმა თქვა, რომ ავადმყოფობის ასეთი დინამიკით და კვალიფიციური მკურნალობის არგაწევის შემთხვევამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი.
- "მე გამომაქვს დასკვნა, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია", — თქვა გასტროენტეროლოგმა.
დეტალები: მან განმარტა, რომ სააკაშვილს აძლევდნენ ისეთ წამლებს, რომელიც არ უნდა მიეცათ, მაგალითად, ტკივილგამაყუჩებლები, რომლებსაც შეუთავსებელი უკუჩვენებები აქვს.
- "ასეთი მედიკამენტები არ უნდა მისცენ ისეთ პაციენტს, რომელსაც ჰქონდა ან ამ მომენტში აქვს წყლული. გარკვეული მედიკამენტებს, რომლებსაც მას აძლევდნენ შეუძლია, რომ დაამძიმოს ან გააუარესოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა", — თქვა მან.
- ისაუბრა იმაზეც, რომ წონის კლება გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, არასწორი დიაგნოსტიკით.
- თქვა, რომ თუ შეწყვეტენ ექსპრეზიდენტის მკურნალობას კონკრეტული მედიკამენტებით, პაციენტს დაუბრუნდება კვების სურვილი.
- "მას უნდა მიეცეს ისეთი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. წამლები, რომლებსაც აძლევენ, იწვევს გემოს დაქვეითებას და დიარეას", — განმარტა გასტროენტეროლოგმა.
- აღნიშნა, რომ სააკაშვილს უნდა ჩაუტარდეს ენდოსკოპიური კვლევები, მასალა აღებული უნდა იყოს არა მარტო კუჭის ანტრალური ნაწილიდან, არამედ სხეულის სხვადასხვა ადგილიდან.
- მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში არ გაუმჯობესდება.
სტიუარტ ფინკელი ამბობს, რომ გარკვეული სახის მედიკამენტები იწვევს წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაზიანებას.
- "არ გაგრძელებულა წვრილი ნაწლავის შემდგომი კვლევა, ეს შეიძლება ენდოსკოპიული კაფსულით ჩატარებულიყო, ასევე, წვრილი ნაწლავის მადილატირებელი ენდოსკოპია", — თქვა მან.
- განმარტა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა საქართველოში ამ ტიპის კვლევა შესაძლებელი, მაგრამ თუ არის — უნდა ჩატარებულიყო, თუ არ ჩატარდა — ეს სტანდარტის დარღვევაა.
- მისი აზრით, სააკაშვილს წაერთვა ადეკვატური მკურნალობის უფლება, რამდენადაც არ მიეცა მკურნალობის სხვა ალტერნატივები.
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
-
გადახედვამედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა მედიაომბუდსმენი: სპეცრაზმელების სამიზნედ კიდევ 10 ჟურნალისტი და ოპერატორი იქცა
-
გადახედვამოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე! მოქმედი დიპლომატი, ალექსანდრე გოგოლაძე: ვგმობ კანონპროექტს, ვუერთდები პროტესტს რუსთაველზე!
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე მშვიდობიანი აქციის დასახელება შენიღბვაა იმ სიბინძურის, რაც გარე ძალებს აქვთ გააზრებული ამ რადიკალების გამოყენებით — კალაძე პროტესტზე
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დღეს 17 საათზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყება
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვახმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ ხმაური პარლამენტში — ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების თქმით, მათი მისამართით ბოთლებსა და წიგნებს ისროდნენ
კომენტარები