ტიმოთი შალამე კასტინგზე 7 წელია, არ ყოფილა — მსახიობის აგენტი
ტიმოთი შალამეს გამო ჰოლივუდში არსებული ნეპოტიზმის შესახებ დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც მსახიობის აგენტმა განაცხადა, რომ შალამე ბოლო 7 წლის განმავლობაში კასტინგზე არც ერთხელ ყოფილა. აგენტმა ეს განცხადება ბოლოდროინდელ ჭორზე პასუხად გააკეთა, რომლის მიხედვითაც, შალამემ Gladiator 2-ში მთავარი როლის მისაღებად კასტინგი გაიარა.
"ვიცი, რომ ერთ-ერთი მსახიობი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ფილმის გადაღებებზე შუა აღმოსავლეთში იმყოფებოდა, 7 წელია, კასტინგზე არ გასულა", — დაწერა ტვიტერზე ტიმოთის აგენტმა, ბრაიან სვარდსტრომმა. პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე ჰოლივუდში არსებული ნეპოტიზმის შესახებ ცხარე დებატები დაიწყო. ტვიტერის ზოგიერთი მომხმარებელი ტიმოთი შალამეს ოჯახითა და კავშირებით დაინტერესდა.
ტიმოთის ბიძა — როდმენ ფლენდერი რეჟისორია, ხოლო დედა — ნიკოლ ფლენდერი მსახიობია, რომელიც The Bird Watcher-სა და In The Heat Of Passion-ში მონაწილეობდა. ტიმოთის და, პოლინ შალამეც ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც სხვადასხვა ფილმსა და სერიალში უკვე მიიღო მონაწილეობა. ტვიტერის ზოგიერთი მომხმარებლის აზრით, ის ფაქტი, რომ ტიმოთის 7 წელია, კასტინგში მონაწილეობა არ მიუღია, მისი პრივილეგიების დასტურია.
"შალამე "ნეპოტიზმის შვილია", მაგრამ ეს ბევრმა არ იცის. კინოინდუსტრიაში ბიძა ჰყავს, რომელიც ბევრ კარს უხსნის", — წერს ტვიტერის ერთ-ერთ მომხმარებელი. ტიმოთის ბევრმა ფანმა კი მსახიობი დაიცვა და ნეპოტიზმთან დაკავშირებულ ბრალდებებს დაუპირისპირდა.
"ტიმოთი შალამე 7 წლის განმავლობაში კასტინგზე არ ყოფილა, რადგან ის უბრალოდ ნიჭიერი და მოთხოვნადია, აქ შეთქმულების ძიება არ არის საჭირო. გთხოვთ, იმ ადამიანებმა საუბარი შეწყვიტოთ, რომლებმაც არც კი იცით, კინოინდუსტრია როგორ მუშაობს", — წერს ტვიტერზე ტიმოთის ფანი.
შეგახსენებთ, რომ ტიმოთი შალამე განსაკუთრებით პოპულარული Call Me by Your Name-ში შესრულებული როლით გახდა. შალამემ ზენდეიასთან ერთად Dune-ის პირველ ნაწილშიც მიიღო მონაწილეობა. მსახიობს Dune-ის მეორე ნაწილშიც ვიხილავთ, რომლის პრემიერაც 2023 წლის 3 ნოემბერს იგეგმება.
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
კომენტარები