ტესტი: როგორი მოსწავლე იქნებოდი, ჰოგვორტსში რომ გესწავლა?

ფოტო: Warner Bros. Pictures
თუკი მთელი ბავშვობა შენც დაგვიანებულ ღუნღულა ბუზე დარდობდი, რომელმაც ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლიდან შენს სახელზე გამოგზავნილი წერილი ალბათ სადღაც დაკარგა, მაშინ ეს ქვიზი შენთვისაა.
ვის არ უფიქრია, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ჰოგვორტსის ჯადოსნური კედლების შიგნით, ვის არ უოცნებია, როგორ მოხიბლავდა ყველას საკუთარი ცოდნით ჰერმიონ გრეინჯერის მსგავსად, ანდა რა მამაცი და გამორჩეული იქნებოდა ჰარი პოტერის მსგავსად. თუ ეს ყველაფერი შენთვისაც ნაცნობია, ნუღარ დაკარგავ დროს და გაიგე, როგორი მოსწავლე იქნებოდი, ჰარის, რონის და ჰერმიონის გვერდით რომ გესწავლა.
ტესტი: როგორი მოსწავლე იქნებოდი, ჰოგვორტსში რომ გესწავლა?
ტესტის დაწყება1 / 12 მოდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაყენის მოთუხთუხებით დავიწყოთ — გვითხარი, ჩამოთვლილთაგან რომელია მრავალწვნიანი ნაყენის მოსამზადებელი ინგრედიენტი?

Tumblr
- იმ ადამიანის სხეულის ნაწილი, რომლადაც გინდა, რომ გადაიქცე
- ვიილას თმა
- ცხოველის ბეწვი
- ცალრქიანი ცხენის სისხლი
2 / 12 აბა, გვითხარი, რა დადებითი თვისებები აქვს მანდრაგორას?

Animo Apps
- ცოცხით ფრენისთვის მეტ ძალას გაძლევს
- აღმდგენი ძალა, რომლითაც წყევლის ძალით დეფორმირებულ ადამიანებს პირვანდელი ფორმა უბრუნდებათ
- მისი ნაყენის დალევა განწყობას აუმჯობესებს და თავდაჯერებას მატებს
- ვინც მის ნაყენს დალევს, ვერანაირი წყევლა ვეღარ შეეხება
3 / 12 კარგი, დამწიფებული მანდრაგორას საშიში თვისებებიც გაიხსენე!

Tenor
- დამწიფებული მანდრაგორას ტირილის მოსმენა დაყრუებას იწვევს
- დამწიფებული მანდრაგორას ტირილის მოსმენა ღებინებას იწვევს
- დამწიფებული მანდრაგორას ტირილის მოსმენა სიკვდილს იწვევს
- დამწიფებული მანდრაგორას ტირილის მოსმენა გულის წასვლას იწვევს
4 / 12 რა არის ბეზოარი და საიდან იღებენ მას?

Tenor
- ბეზოარი დრაკონის გულის ყველაზე მსხვილ სისხლძარღვს ჰქვია
- ბეზოარი ცალრქიანი ცხენის კუჭიდან ამოღებული კენჭია
- ბეზოარი ქალთევზების კუდიდან მოპოვებული ფარფლებია
- ბეზოარი თხის კუჭიდან ამოღებული კენჭია
5 / 12 კარგი, ისიც გვითხარი რა დანიშნულება აქვს ბეზოარს?

Gfycat
- მრავალწვნიანი ნაყენის დასამზადებლად ყველაზე საჭირო ინგრედიენტია
- საწამლავების უმრავლესობის ანტიდოტია
- სიყვარულის ელექსირის დასამზადებლად აუცილებელი ინგრედიენტია
- წარმატების მომტანი ნაყენის დასამზადებლად აუცილებელი ინგრედიენტია
6 / 12 რისი ეშინია ბოგარტს?

7 / 12 კარგი, როგორ მოიგერიებდი ბოგარტს?

Wattpad
- რამე სასაცილოს წარმოვიდგენდი და დავიძახებდი "რიდიკულუს!"
- რამე საშიშს გავიხსენებდი და დავიძახებდი "კრუციო"
- რამე სასაცილოს წარმოვიდგენდი და დავიძახებდი "ექპელიარმუს!"
- რამე სევდიანს გავიხსენებდი და ტირილს დავიწყებდი
8 / 12 რომელი შელოცვა გვიცავს დემენტორებისგან?

Tenor
9 / 12 რისი ელექსირია ფელიქს ფელიცისი?

Tenor
- ბედნიერების მომტანი ელექსირი
- იღბლის მომტანი ელექსირი
- სიყვარულის მომტანი ელექსირი
- სიმდიდრის მომტანი ელექსირი
10 / 12 რა არის ანიმაგუსი?

WiffleGif
- მაქციის მსგავსი ცხოველი, რომელიც ნაკლებად საშიშია
- ანიმაგუსი არის ჯადოქარი, რომელსაც ცხოველად გადაქცევა შეუძლია
- ჯადოსნური ცხოველი, რომელსაც ადამიანივით საუბარი შეუძლია
- ავი სული, რომელსაც შენთვის საყვარელი ადამიანის სახის მიღება შეუძლია
11 / 12 ლაყუჩა ბალახს რა დანიშნულება აქვს?

Tenor
- წყალქვეშ სუნთქვის უნარს ანიჭებს ადამიანს, რომელიც მას შეჭამს
- ვინც მას დაღეჭავს, ყველაზე სწრაფი მცურავი გახდება
- მისი შეჭმა სირინოზების ენაზე საუბრის საშუალებას მისცემს ადამიანს
- მისი გადაყლაპვის შემთხვევაში წყალქვეშა სამყაროში ვერც ერთი საშიში არსება ვეღარ მოგეკარება
12 / 12 და ბოლოს, რომელია ფენიქსის მაგიური თვისებები?

Tenor
- ძალიან მძიმე ტვირთის ზიდვა
- ყველა ჩამოთვლილი
- ცრემლით ჭრილობების განკურნება
- საკუთარი ფერფლიდან ახლიდან დაბადება და ცრემლით ჭრილობების განკურნება
- საკუთარი ფერფლიდან ახლიდან დაბადება
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები