წიგნები, რომლებიც ნებისმიერ პატარას მკითხველად აქცევს
ამბებთან ჩვენი ურთიერთობა იმაზე ადრე იწყება, ვიდრე გვახსოვს. მეტიც — ამბების სხვადასხვა გზით მოყოლის უნარი ჯერ კიდევ მანამდე გვივითარდება, სანამ საუბარს დავიწყებდეთ. ამ ძალიან საჭირო უნარის გასავითარებლად კი, რასაკვირველია, ადრეული ასაკიდანვე წიგნთან ურთიერთობა და სიტყვების სახალისო მეთოდებით სწავლაა საჭირო.
სულაკაურის გამომცემლობისთვის პატარა მკითხველების შესაფერისი საკითხავით განებივრება ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. ამას მოწმობს ბავშვებისთვის უკვე საყვარელი თუ ახალი სერიები, რომლებიც სიტყვების სასწავლ, რუდუნებით შედგენილ გამოცემებს აერთიანებს. სულაკაურის გამომცემლობაში სჯერათ, რომ წიგნის სიყვარულს ასაკი არ აქვს — ამის დასტურად კი წარმოგიდგენთ წიგნებს, რომლებიც სიტყვების სამყაროში ბავშვებს შეუცვლელ მეგზურობას გაუწევენ.
1. ჩემი პირველი წიგნი
ასაკი: 9 თვიდან
ეს სერია თემატური და ფერადი ფოტოებით გაფორმებულ წიგნებს აერთიანებს. ამგვარად ბავშვები სიტყვების ადვილად აღქმას და სწავლას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სერია ორ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა — განკუთვნილია ბავშვებისთვის 9 თვიდან და 18 თვიდან. პირველი მათგანი მოიცავს წიგნებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ყოველდღიურობის ნივთები, ცხოველები და ფერები. გამოცემებში თითოეულ გვერდზე თითო ფოტოა წარმოდგენილი.
რაც შეეხება კატეგორიას 18 თვიდან, ამ წიგნებში თითო გვერდზე 2-3 ფოტოს შეხვდებით. ფოტოები კი კვლავაც ასახავს სხვადასხვა ნივთს ანდაც ნაცნობ თუ უცნობ ცხოველებს.
სხვათა შორის, სერიის წიგნები პატარ-პატარა შეკითხვებსაც მოიცავს — მაგალითად, ბავშვს გვერდზე ხან ბუშტის პოვნა მოუწევს, ხანაც — მისი ფერის გამოცნობა. ეს ყველაფერი კი პატარას სიტყვის ადვილად დამახსოვრებაში დაეხმარება.
2. ჩემი პირველი 100 სიტყვა
ასაკი: 12 თვიდან
ეს წიგნი პატარა მკითხველისთვის სიახლეა. ის 100 სიტყვას აერთიანებს და მოიცავს 10 სხვადასხვა თემას. რეალისტური ნახატებით გაფორმებულ გვერდებზე ბავშვები შეხვდებიან მათთვის ნაცნობ თუ უცნობ ხილ-ბოსტნეულს, ცხოველებს, ტრანსპორტს და სხვა. წიგნის საშუალებით ახალი სიტყვების სწავლა სახალისო ხდება, მათი გააზრება და დამახსოვრება კი — ძალიან მარტივი.
3. იპოვე ნახატები, ისწავლე სიტყვები
ასაკი: 12 თვიდან
თემატურად და ასაკობრივად იყოფა წიგნების ეს სერიაც. მისი ზოგიერთი წიგნი 12 თვიდან ასაკის პატარებისთვისაა განკუთვნილი, ნაწილი კი — 18 თვიდან. კვლავაც მრავალფეროვანი და ცოცხალი ილუსტრაციებით გაფორმებულ გვერდებზე სიტყვები იმგვარადაა წარმოდგენილი, რომ ბავშვს ისინი თავისთავად "შემოესწავლება".
12 თვიდან ასაკის ბავშვებისთვის წიგნები მოიცავს პირველ სიტყვებს, ფერებსა და სოფლის თემატიკას. რაც შეეხება წიგნებს 18 თვიდან ბავშვებისთვის, მათში პატარები შეხვდებიან დიდ, სიუჟეტურ ნახატზე თავმოყრილ ნაცნობ თუ ჯერაც უცნობ ნივთებს, ცხოველებს და მათ დასახელებებს. ბავშვები შეძლებენ, წიგნის გვერდებზე დატანილი სიტყვების შესაბამისი ილუსტრაციები სწორედ ამ ნახატზე იპოვონ; ეს, ერთი მხრივ, ნასწავლი სიტყვის დამახსოვრებაში, მეორე მხრივ კი კონცენტრაციის მოკრებაში დაეხმარება მათ.
4. სიტყვების წიგნი
ასაკი: 2 წლიდან
სერია სიტყვების წიგნი პატარა მკითხველებისთვის სიახლეა და ამ ჩამონათვალში ყველაზე უფროსებისთვის, 2 წლიდან ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამდენად, მასში პატარები შედარებით დეტალიზებულ და დატვირთულ სიუჟეტურ ილუსტრაციებსაც შეხვდებიან. თუმცა, სიტყვების სწავლასთან ერთად, ნაცნობი თუ ახალაღმოჩენილი ილუსტრაციების დიდ ნახატზე პოვნა კვლავაც ხალისიანი და შემეცნებითი პროცესი იქნება. თანაც, ეს ყველაფერი პატარებს ყურადღების, კონცენტრაციის და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განუვითარებს.
თითოეული წიგნი 100-ზე მეტ ფიგურას უყრის თავს — ცხადია, შესაბამისი დასახელებებით.
სერია სულ სამ წიგნს მოიცავს: თოვლიანი დღის სიტყვების წიგნი, მზიანი დღის სიტყვების წიგნი და ღამის სიტყვების წიგნი.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოხსენებული გამოცემა იმგვარადაა გათვლილი, რომ ბავშვი მას შეეხოს — ეს ხომ წიგნის შესაყვარებლად აუცილებელი პირობაა. ამდენად, წიგნები მყარი მუყაოსგანაა დამზადებული.
თქვენ კი, ყველა წიგნის შეძენა შეგიძლიათ, როგორც სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზიებში, ასევე ვებსაიტზე.
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
კომენტარები