თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მეორე ნაკადი იწყება
თიბისი კონცეპტი და თიბისი ბიზნესისთვის Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ქოუჩინგის სასერტიფიკატო პროგრამის — ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა მეორე ნაკადს.
20 აპრილიდან, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7-ში უმასპინძლებს მეორე ნაკადის სატრენინგო შეხვედრებს.
ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა არის ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, რაც გულისხმობს როგორც ქოუჩინგის საბაზისო ცოდნისა და კომპეტენციების შესწავლას, ისე 21-ე საუკუნის ლიდერობის გაცნობიერებასა და თანამედროვე ბიზნეს მოდელებზე მორგებას.
პროგრამა შედგება ოთხი მოდულისგან (კულტურა, ორგანიზაცია, მართვა, ადამიანი) და მოიცავს 84 სატრენინგო საათს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 საათი), პრაქტიკულ მუშაობას სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურ მუშაობას და გამოცდას.
მენტორინგის ამოცანაა მონაწილეებში განავითაროს ქოუჩის კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, მონაწილეები აუმჯობესებენ სტრატეგიულ აზროვნებას, გუნდთან მუშაობის უნარებს, ემოციურ ინტელექტს, მართვის კომპეტენციებსა და სოციალურ უნარებს.
პროგრამის თარიღებია:
- მოდული 1: კულტურა — 20-22 აპრილი;
- მოდული 2: ორგანიზაცია — 25-27 მაისი;
- მოდული 3: მართვა — 22-24 ივნისი;
- მოდული 4: ადამიანი — 27-29 ივლისი
პროგრამას გაუძღვებიან:
- ეკატერინე ბაბუნაშვილი — ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10 წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით , ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;
- ირინა ჭოჭუა — ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10 წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი;
- დეა ჩხაიძე — ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ადამიანებისა და კულტურის დირექტორი;
- სტეფან ბანაჩი — ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი, PCC ქოუჩი, ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი.
მიღების წინაპირობა:
ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნას და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში.
თიბისი კონცეპტის და თიბისი ბიზნესისთვის მომხმარებლებისთვის, მოქმედებს 8%-იანი ფასდაკლება.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებმა, პროგრამაზე დასარეგისტრირებლად და ფასდაკლების მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე +995 322 227 2700.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილი.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე: https://coachinglab.ge/icf- certification/
ქოუჩინგ ლაბი 2017 წლიდან საქართველოში ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს.
ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა აგებულია საუნივერსიტეტო სწავლების სტანდარტის მიხედვით. სერტიფიცირებული ქოუჩის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად მონაწილეებს მოეთხოვებათ დაესწრონ სატრენინგო და პრაქტიკული მუშაობის საათების მინიმუმ 80%-ს ცოცხალ რეჟიმში, გაიარონ პროგრამით გათვალისწინებული 10 საათიანი მენტორინგი და წარმატებით ჩააბარონ გამოცდა.
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები