რა პრობლემები შექმნა სტიქიამ დასავლეთ საქართველოში
რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სტიქიის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და ბუნებრივი აირის მილები, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში ჯერ კიდევ არ აქვთ გაზი და ელექტროენერგია.
- ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს, დააზიანა სასკოლო ინფრასტრუქტურა, საახალწლო ნაძვის ხეები და განათებები.
- ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეების გამო პერიოდულად იხერგება გზებიც.
- მუნიციპალიტეტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სტიქიით გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, მიმართონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს, 112-ს ან დარეკონ თვითმმართველი ორგანოების ცხელ ხაზზე.
დეტალები: სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსის დაეცა; დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივაც, დაზიანდა ტროტუარები.
- სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი გუგუჩიას განცხადებით, სტიქიის შედეგად რეგიონში 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
- "ასევე, დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტრო ენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს", — ამბობს რწმუნებული.
აბაშაში სტიქიისგან შექმნილი ვითარების გამო საგანგებო თათბირი გაიმართა.
- ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები და ჩახერგილია გზები.
- საცხოვრებელ სახლებზე გადახდილია სახურავები, დაზიანებულია სასკოლო ინფრასტრუქტურა და საახალწლო განათებები.
- ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს.
- მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.
ზუგდიდში მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
- ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, საცხოვრებელი სახლების სახურავები და წააქცია ხეები.
ფოთსა და ხობში პრობლემები შეექმნა ბუნებრივი აირის მილებს, რის გამოც მოსახლეობას გაზი არ მიწოდება.
- ორივე ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
- ფოთის ცენტრალურ პარკში ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები დააზიანა.
- ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხე დაეცა მერიის თანამშრომელსაც, რომელიც ადგილზე სტიქიის შედეგების გადასაღებად მივიდა.
სამტრედიაში ძლიერი ქარის შედეგად რესპუბლიკის ქუჩაზე წაქცეულმა ხეებმა დააზიანეს ელექტრო სადენები, საახალწლო განათებები, ქვაფენილი და დეკორატიული ღობეები.
- სამტრედიაში ქარმა, ასევე, წააქცია საახალწლო ნაძვის ხე და ახლოს მდებარე სარეკლამო მონიტორი.
ქუთაისში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზიანს მეორე დღეა, ებრძვიან.
- ქარმა ქალაქის სხვადასხვა უბანში გარკვეული პრობლემები შექმნა: მოგლიჯა ხეები და დააზიანა შენობების სახურავები.
- ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია სპეციალური სამსახურები და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ლანჩხუთში ქარმა ხეები წააქცია და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
- ქალაქის ცენტრალურ სკვერში წაქცეულია ხე და დაზიანებულია საახალწლო განათებები.
- მერია მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები