ევან პიტერსი ოქროს გლობუსის აღების შემდეგ ჯეფრი დამერის მსხვერპლის დედამ გააკრიტიკა
გასულ წელს Netflix-ის ახალი სერიალის, Monster: The Jeffrey Dahmer Story-ის (მონსტრი: ჯეფრი დამერის ამბავი) პრემიერა შედგა. სერიალში მთავარ როლს ევან პიტერსი ასრულებს, რომელმაც ახლახან ჯეფრი დამერის განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. სერიალი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელზე მოგვითხრობს. დამერმა 1978 წლიდან მოყოლებული შემდეგი 13 წლის განმავლობაში 17 კაცი და ბიჭი გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა. ის საბოლოოდ 1991 წელს დააკავეს და უვადო პატიმრობა 15-ჯერ მიუსაჯეს.
სერიალი მოკლე დროში უამრავმა მაყურებელმა ნახა და პოპულარობაც მალევე მოიპოვა. ჯეფრი დამერის მსხვერპლების ოჯახის წევრებმა სერიალი უკვე არაერთხელ გააკრიტიკეს. "ამ ყველაფერს ტრავმის თავიდან და თავიდან გადატანა ახლავს და რისთვის? რამდენი ფილმი, შოუ ან დოკუმენტური ფილმი გვჭირდება?", — აცხადებს ჯეფრი დამერის ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავი, ერიკ პერი.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს, რომლებიც მძიმე დროს გვერდში დამიდგენენ და ეს ყველაფერი ბოლომდე მიმაყვანინეს. რაც მთავარია, მადლობა ყველას, ვინც ამ შოუს უყურა. ეს ყველაფერი ძნელი გადასაღები და რთული საყურებელი იყო. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ", — განაცხადა ევან პიტერსმა ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე.
პიტერსის სიტყვას სოციალურ ქსელებში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რასაც დამერის ერთ-ერთი მსხვერპლის დედა, შირლი ჰიუზიც დაეთანხმა. ჰიუზის თქმით, პიტერსს დამერის მსხვერპლთა ოჯახები ერთხელ მაინც უნდა ეხსენებინა, რადგან ისინი ამ ყველაფრის გამო დღემდე იტანჯებიან.
"სამყაროში უამრავი ავადმყოფია და ის ფაქტი, რომ მსახიობები სერიული მკვლელის როლის თამაშისთვის ჯილდოებს იღებენ, ავადმყოფების თავდაჯერებას კიდევ უფრო ზრდის. სირცხვილია, რომ ადამიანები ჩვენი ტრაგედიით ფულს შოულობენ. მსხვერპლთა ოჯახებს ერთი ცენტიც არ მიუღიათ და ჩვენ ამ ემოციებს ყოველდღე თავიდან განვიცდით", — განაცხადა შირლიმ.
დამერის მსხვერპლის ნათესავმა ერიკ პერიმ აქამდეც აღნიშნა, რომ რადგან დამერისა და მსხვერპლთა ოჯახების სასამართლო პროცესების საჯარო ჩანაწერები არსებობს, შოუს პროდიუსერებს იმ ადამიანებისგან ნებართვა არც აუღიათ, რომელთა შესახებაც სერიალი გვიყვება. "შოუს შემქმნელები აცხადებენ, რომ ამ ყველაფერს მსხვერპლთა ოჯახის პატივისცემით აკეთებენ, თუმცა ჩემს ბიძაშვილს არავინ დაჰკავშირებია და შოუს გადაღების შესახებ სხვა მაყურებელთან ერთად გაიგო. ეს სისასტიკეა", — აცხადებს ერიკ პერი.
შოუს პროდიუსერების თქმით, მათი პროექტის მიზანი მსხვერპლთა პერსპექტივის ჩვენებაა. "10 ეპიზოდის განმავლობაში ყურადღების ცენტრში ექცევა დამერის მსხვერპლებისა და იმ ხალხის ჯერ კიდევ უთქმელი ისტორიები, ვინც მისი შეჩერება სცადა, ასევე იმ სისტემური მარცხის ამბავი, რომელმაც მას საშუალება მისცა მთელი ათწლეულის განმავლობაში გაეგრძელებინა მკვლელობების სერია," — ვკითხულობთ სერიალის აღწერაში.
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
კომენტარები