პროკურატურა 5 ივლისის საქმეზე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრებს

ფოტო: ირაკლი შალამბერიძე / Euronews Georgia
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
პროკურატურის განცხადებით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სააპელაციომ TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე, ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე ძალადობაში მსჯავრდებულ 6 პირს სასჯელი 1 წლით შეუმცირა.
- მოსამართლე მაია თეთრაულმა დავით კუტალაძე, თორნიკე დავლაშერიძე, გია გიგუაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, ოთარ გელაშვილი და ცოტნე ჩიხლაძე სსსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილში, ორგანიზებულ ძალადობაში გაამართლა.
დეტალები: პროკურატურა მიუთითებს, რომ იქამდე, 4 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებებში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
- ახლა კი სააპელაციომ დამნაშავედ ისინი მხოლოდ ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში ცნო და სასჯელის ზომა 4 წლამდე შეუმცირა.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები