შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი სოფელ რუხიდან რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს ეხმაურება.

მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე მოითხოვს დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული პირები:

"ძალიან მოკლე დროში, მას შემდეგ რაც ეს ფაქტი მოხდა ჩაირთო ცხელი ხაზი, რომელიც მოქმედებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში. ცოტა ხანში გვექნება უფრო დაზუსტებული ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით. საქართველოს მხარის მოთხოვნაა ერთი, აუცილებლად დაუყონებლივ გათავისუფლებულები უნდა იყვნენ უკანონოდ დაკავებული ადგილობრივები".

სუს-ის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფელ რუხთან, რუსმა სამხედროებმა ორი პირი დააკავეს.