7 მსახიობი, რომელიც მარველის ფილმებზე მუშაობას ვერ იტანდა
მარველის ფილმებს მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, მასში მონაწილე თითქმის ყველა მსახიობს კი ვარსკვლავის სტატუსი თვალისდახამხამებაში ენიჭება, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არიან მსახიობები, რომლებიც ამ გახმაურებულ ფილმებზე მუშაობაზე მაინცდამაინც არ გიჟდებოდნენ. პირიქით, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ მოსწონდათ საკუთარი პერსონაჟები და სამუშაო გარემო.
მაშ ასე, ნახეთ 7 მსახიობი, რომელიც მარველის ფილმებზე მუშაობას ვერ იტანდა:
1. ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბა სიუზან სტორმის გარდაცვალების სცენას რომ იღებდა Fantastic Four: Rise of the Silver Surfer-ში, რეჟისორმა უთხრა, რომ "უფრო ლამაზი უნდა ყოფილიყო ტირილის დროს". ლამაზად ტირილის უადგილო მოთხოვნამ ჯესიკას ლამის მსახიობობაზე თავის დანებება გადააწყვეტინა.
2. იდრის ელბა
იდრისს მოუწია Mandela: Long Walk to Freedom-ის გადაღებებიდან პირდაპირ Thor: The Dark World-ის გადაღებებზე მისულიყო და მისი თქმით, ეს ნამდვილი წამება იყო. მსახიობს იქ ყოფნა არ უნდოდა, რადგან მანდელას განსახიერების შემდეგ ეს როლი უაზრობად მიაჩნდა, თუმცა აგენტმა შეახსენა, რომ ხელშეკრულების გამო სხვა გზა არ ჰქონდა.
3. ჯენიფერ გარნერი
ჯენიფერ გარნერისთვის Daredevil-ში ელექტრას როლის თამაში არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა, თუმცა კონტრაქტს ვერ დაარღვევდა. მსახიობის თქმით, მას შემდეგ, რაც მოგვიანებით პროდიუსერი შეიცვალა, ყველაფერი გაუმჯობესდა, სცენარიც და გადაღების პროცესიც, თუმცა მის დროს, სამწუხაროდ, ეს ცვლილება არ მომხდარა.
4. ჯენიფერ ლოურენსი
X-Men: Apocalypse-ში ჯენიფერისთვის მთელს სხეულზე ლურჯი საღებავის წასმა საკმაოდ უსიამოვნო აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც დაფიქრდა, რამდენად ძლიერი ქიმიური ნივთიერებები შედიოდა საღებავში და რომ ამ ყველაფრის შესუნთქვა მას მთელი დღე უწევდა.
5. მიკი რურკი
მიკი რურკის თქმით, Iron Man 2-ში მარველს ცალსახად უარყოფითი ანტიგმირის შექმნა უნდოდა მისი პერსონაჟის სახით, რაც მისთვის ზედაპირული და მოსაწყენი იყო და ხშირად უწევდა პროდიუსერებთან ეკამათა. მსახიობის აზრით, მათ უაზრო, კომიქსის მიხედვით გადაღებული ფილმი უნდოდათ და არა — სიღრმისეული პერსონაჟები.
6. ტერენს ჰოვარდი
ტერენს ჰოვარდს Iron Man-ის გადაღებების შემდეგ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა პროდიუსერებთან. მსახიობის თქმით, ადამიანმა, რომელსაც დაეხმარა რკინის კაცი გამხდარიყო, საბოლოოდ, მისი ანაზღაურებაც მიითვისა და ფილმის მეორე ნაწილიდან მის მოხსნაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
7. სალი ფილდი
როგორც აღმოჩნდა, არც სალი ფილდს მოსწონდა The Amazing Spider-Man-ში დეიდა მეის როლის თამაში. მსახიობს გმირი ზედაპირული და ერთგანზომილებიანი ეჩვენებოდა. სალის თქმით, რაც შეეძლო ყველაფერი სცადა, თუმცა ეს პერსონაჟი მრავალმხრივი და საინტერესო ვერანაირად ვერ გამოვიდოდა, რადგან ამისათვის საჭირო მასალა მას არ ჰქონდა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები