ვოლოდიმირ ზელენსკი

18 Jan. 2023, 14:32

დღეს საშინელი ტრაგედია მოხდა კიევის რეგიონში, ბროვარში. ჩამოვარდა SES ვერტმფრენი, ავარიის ადგილზე კი ხანძარი გაჩნდა.

ამ წუთის მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის დგინდება.

მათ შორის არიან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენ იენინი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი, მათი თანაშემწეები და ვერტმფრენის ეკიპაჟი.

დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

ამ წუთის მონაცემებით 3 ბავშვი დაიღუპა. ტკივილი ენით აუწერელია. ვერტმფრენი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაეცა.

უკრაინის უშიშროების სამსახურს უკრაინის ეროვნულ პოლიციასთან და სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობით დავავალე, მომხდარის ყველა გარემოება გაერკვია.

ტრაგედიის ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ოჯახს და მეგობრებს!

დენისი, ივგენი, იური, შსს-ს გუნდი... უკრაინის ნამდვილი პატრიოტები. მშვიდობით განისვენონ! მშვიდად განისვენებს ყველა, ვისაც სიცოცხლე შეეწირა ამ შავ დილას!

წერს უკრაინის პრეზიდენტი ტელეგრამ არხზე. ვერტმფრენში, რომელიც უკრაინის ქალაქ ბროვაში ჩამოვარდა, ქვეყნის შსს მინისტრი, დენის მონასტირსკი, მინისტრის პირველი მოადგილე, ევგენი იენინი და შსს სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, იური ლუბკოვიჩი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა — წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის — 3 ბავშვი. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე

ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, რომლებიც ისედაც დიდ ტკივილს ვატარებთ, საქართველოს ხელისუფლებას…