ალეკ ბოლდუინს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის წარედგინება ბრალი
ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, გადასაღებ მოედანზე ოპერატორის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის ბრალი წარედგინება. გადაწყვეტილება ნიუ-მექსიკოს ქალაქ სანტა-ფეს პროკურატურამ 19 იანვარს მიიღო.
იგივე ბრალი წარედგინება გადასაღებ მოედანზე იარაღზე პასუხისმგებელ პირს, ჰანა გუტირეს-რიდს. ამასთან, რეჟისორის ასისტენტმა დევიდ ჰოლსმა ხელი მოაწერა დამნაშავედ აღიარების ცნობას "სასიკვდილო იარაღის დაუდევარი გამოყენებისთვის".
"ამ სამი ადამიანიდან რომელიმეს — ალეკ ბოლდუინს, ჰანა გუტირეს-რიდს ან დევიდ ჰოლსს — რომ საკუთარი საქმე გაეკეთებინა, ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი დღეს ცოცხალი იქნებოდა", — აცხადებს პროკურატურის წარმომადგენელი ანდრეა რიბი, — "ეს მარტივია".
რიბის თქმით, მტკიცებულებების ანალიზი "ცხადად მიუთითებს, რომ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების წესებისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას" ჰქონდა ადგილი.
2021 წლის ოქტომბერში, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი შეეწირა. ბოლდუინი აცხადებდა, რომ მას სასხლეტისთვის თითი არ გამოუკრავს და ოპერატორი ტრაგიკული შემთხვევის მსხვერპლი გახდა; ხოლო სასამართლო ჩანაწერები მიუთითებდა, მსახიობმა არც იცოდა, გადატენილ იარაღს რომ აწვდიდნენ.
ბრალდებების წარდგენის შემდეგ, პროკურატურა სასამართლოსგან მოელის, რომ არა მხოლოდ შეფასდება ბოლდუინისა და გუტირეს-რიდის წვლილი მომხდარში, არამედ გადაწყვეტენ კიდეც, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის რომელი სახე მიესადაგება ამ შემთხვევას.
აღნიშნული ბრალდება თავისუფლების 18 თვემდე აღკვეთას და $5000-იან ჯარიმას ითვალისწინებს. თუმცა, ყველაზე მძიმე ვერსიაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბოლდუინს, გუტირეს-რიდს, ან ორივეს, 5 წლამდე პატიმრობა მიესჯებათ.
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები