კახეთში ავტორთა საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა დაიწყო
კახეთში ავტორთა საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა დაიწყო
მისამართი: სასტუმრო შატო მერე, ვარდისუბნის ქუჩა #15, თელავი, საქართველო
თარიღი: 20 იანვარი, 2023
დრო: 13:00 საათი
არასამთავრობო ორგანიზაციის "ვიზრუნოთ ერთად" ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში, თელავში მწერალთა საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა დაიწყო. ღონისძიება იმართება პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს ექვსი ავტორი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მწერლები საქართველოდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და მოლდოვიდან 5 დღის განმავლობაში ერთად იმუშავებენ საბავშვო ზღაპრების შექმნაზე.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ბავშვებისა და მშობლების საკითხავი ზღაპრების კრებული გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც ქართულ, ინგლისურ და ავტორის მშობლიურ ენებზე გამოიცემა. წიგნის პრეზენტაცია დაგეგმილია როგორც საქართველოში, ასევე, წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე.
პროექტის მიზანია მკითხველი კიდევ ერთხელ დააფიქროს იმ გამოწვევების, სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ, რომლებიც ხელს უშლის თანასწორი გარემოს შექმნას ამ ქვეყნებში. ტექსტები, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციო-ეკონომიკური კონტექსტი, დაიწერება ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა: გენდერული სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, დისკრიმინაცია, პოზიტიური მშობლობა, კაცების ჩართულობა და სხვა.
უკანასკნელი 30 წლის მანძილზე რეგიონში ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცვლილება მოხდა. სხვადასხვა ასპექტში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლევები აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობა კვლავაც დიდ გამოწვევად რჩება.
სწორედ ამიტომ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იმ სოციალურ და ქცევით ცვლილებებს, რომლებიც ბარიერს წარმოადგენენ რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევაში.
პროექტი ხორციელდება პროგრამის "ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და კაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები