ნიკა მელია

22 Jan. 2023, 00:58

დამარცხების შემთხვევაში მე გამარჯვებულს მივულოცავ და ცენტრალური მმართველობიდან, რა თქმა უნდა, განზე გავალ. პარტიაში დავრჩები. მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ვის აქვს იმის უფლება, თავში აზრად გაივლოს, რომ შეიძლება, ამ ბრძოლას განერიდოს. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ეს სხვა კანდიდატებმაც უნდა თქვან. მე შემთხვევით არ ვახსენებ და არ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ, რომ შეინიშნება ტენდენცია რიგი კანდიდატების მხრიდან, რომ ისინი უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგების უარყოფას. აუდიო ფარული ჩანაწერების გავრცელება ხომ მანკიერებაა და კონკრეტული დანაშაულია, მაგრამ ამის თვე ნახევრით ადრე გავრცელება და ტარება აქეთ იქით, უფრო მძიმე დანაშაულია...

ადამიანები მე დავინახე გარშემო, რომლებიც ემზადებიან პარიის შედეგების უარყოფას და არალეგიტიმურად გამოცხადებას. ეს საერთოდ მომაკვდინებელი იქნება პროცესისთვის და ქართული ოცნების წისქვილზე დაასხამს წყალს.

გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, მაგალითად, რომელიც ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ბატონ მერაბიშვილთან, ჩემი დაკვირვებით და შეფასებით, არის ბატონი მუმლაძე. 24 საათი საუბრობს, რომ ეს პროცესი არის ყალბი, ეს პროცესი არ არის ლეგიტიმური და ასე შემდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს

მოკლედ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის თქმით, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული…