2022 წლის მარტში კაილი ჯენერმა საზოგადოებას აცნობა, რომ უმცროს შვილს, ვულფს [Wolf], სახელი გადაარქვა.

"ინფორმაციისთვის, ჩვენს შვილს ვულფი აღარ ჰქვია. ვგრძნობდით, რომ ეს სახელი არ უხდებოდა. უბრალოდ მინდოდა, თქვენთვისაც მეთქვა, რადგან ყველგან ვულფი მხვდებოდა", — დაწერა კაილიმ ინსტაგრამზე.

ამის მიუხედავად, ვარსკვლავს საჯაროდ არ განუცხადებია, თუ რა სახელი შეურჩია შვილს. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ კაილიმ ინსტაგრამზე შვილის ფოტოები დადო და მისი ახალი სახელიც გაგვიმხილა.

კაილისა და ტრევის სკოტის 11 თვის შვილს ეირი [Aire] ჰქვია. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა კაილიმ ეირის სახე სოციალურ ქსელებში სრულად გამოაჩინა.