თიბისი სტარტაპერი და LAAP STUDIO მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად პარტნიორობას იწყებენ
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით, თიბისი სტარტაპერმა და კომერციული ფოტოგრაფიის სტუდია LAAP STUDIO-მ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტი წამოიწყეს. თიბისის პროექტი სტარტაპერი სტარტაპ კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — თაიას, N9 Gallery-სა და ჩინის საკომუნიკაციო კამპანიას უგეგმავს, რომლის ფარგლებში საჭირო ყველა ტიპის კონტენტს LAAP STUDIO სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც მისი დამფუძნებელი ავთანდილ გასვიანი აღნიშნავს, ერთ-ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.
სწორედ ვიზუალური კონტენტია ის, რასაც მომხმარებელი, პირველ რიგში, ხედავს, როცა
მისთვის საინტერესო პროდუქტს ეძებს. ამ მასალების დახმარებით ექმნება მას წარმოდგენა როგორც პროდუქციაზე, ისე მთლიანად – ბრენდზე, შესაბამისად, მაღალი ხარისხის, ყველასგან გამორჩეული ფოტო და ვიდეო მასალების შექმნას განსაკუთრებული ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და რესურსი სჭირდება.
"ბაზარზე მრავალი ტიპის სტარტაპს შეხვდებით — ისინი მართლაც გამორჩეულ პროდუქტებს ქმნიან და ამავე დროს, ბევრ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით — საწყის ეტაპზე. მათ კონკურენციის გაწევა უწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდებთან, მაგრამ, როგორც წესი, დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო ბიუჯეტი არ აქვთ. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ უწყვეტი კომუნიკაციისთვის ფოტომასალებიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს, შესაბამისად, მათ არ აქვთ რესურსი, სტუდიებს სისტემატურად დაუკვეთონ პროფესიონალური ფოტომომსახურება — ეს დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ვიწყებთ ამ პროექტს და შესაძლებლობა გვაქვს, სტარტაპებს დავუჭიროთ მხარი", — აღნიშნავს ავთანდილ გასვიანი.
ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტეს, აქტიურად დაეწყოთ თანამშრომლობა სტარტაპერთან და პროექტში ჩართული მცირე ბიზნესებისთვის შეეთავაზებინათ პროდუქტის ფოტოსესია, საიმიჯო პრინტ კამპანია, კატალოგისთვის ფოტოსესია და სხვა სერვისები, რომლებიც ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე კრიტიკულად
მნიშვნელოვანია.
"თიბისიმ პროექტით სტარტაპერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას.
ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება და ძალიან ეხმარება ანტრეპრენერებს განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება როგორც მთლიანი ეკოსისტემისთვის, ასევე კონკრეტული სტარტაპებისთვის, რადგან ვიზუალური კონტენტი მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს", — ამბობს ავთანდილი.
LAAP STUDIO-მ უკვე გადაიღო პირველი სტარტაპის, თაიას, პროდუქტები — ქართული ეთნო სახლების მცირე მოდელები. პროექტის ფარგლებში, სტუდია სტარტაპისთვის მრავალფეროვანი კონტენტის ნაკრებს ქმნის. ნაკრები მოიცავს როგორც პროდუქტის სტანდარტულ ფოტოებს, რომლებიც პორტფოლიოსთვის ან სოციალური ქსელებისთვისაა განკუთვნილი, ისე გაყიდვებზე ორიენტირებულ ფოტომასალას — სხვადასხვა განწყობითა და სტილით. ამასთან, იქმნება სტოპმოუშენ კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია პროდუქტის შექმნის პროცესი და ნაკრების ნაწილია მცირე ვიდეოც, რომელიც მნახველებს სტარტაპის ისტორიას გააცნობს. კონტენტის ნაკრები, ამ ეტაპზე, შეიქმნება N9 Gallery-ისთვის, რომელიც საგამოფენო სივრცეა ახალგაზრდა არტისტებისთვის და ჩინისთვის, რომელიც ჩემოდნებისთვის გამორჩეული ესთეტიკის გარსაცმებს ქმნის.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები