უკრაინის მთავრობაში საკადრო წმენდა გრძელდება — გათავისუფლდა მინისტრის 6 მოადგილე
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რა ხდება: 23 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო თანამდებობის პირებს ქვეყნიდან გასვლა მხოლოდ სამსახურებრივი მიზნით შეეძლებათ.
- ომში მყოფი ქვეყნის დატოვება აეკრძალათ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, მათ მოადგილეებს, აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს.
- ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ საკადრო ცვლილებები დაანონსა და განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს დაუბრუნდება იმ ხალხს, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარა.
დეტალები: მინისტრების 6 მოადგილესთან ერთად, თანამდებობიდან გათავისუფლა სამხარეო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი.
- ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებენ მათ პოზიციებს.
პოსტებს ტოვებენ: ოლექსი სობოლევი — უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციებისა და დიგიტალიზაციის საკითხებში.
- ვიაჩესლავ შაპოვალოვი — თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
- ვიტალი მუზიჩენკო — სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე;
- ივან ლუკერია — თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში მინისტრის მოადგილე;
- ვიაჩესლავ ნეგოდა – მინისტრის მოადგილე თემებისა და ტერიტორიების განვითარების საკითხებში;
-
ანატოლი ივანკევიჩი — უკრაინის საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე;
-
ვიქტორ ვიშნევი — საზღვაო და შიდა წყლის ტრანსპორტისა და გადაზიდვების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე.
ასევე, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ: დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;
- ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი;
- კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსეი კულება;
- სუმის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრი ჟივიცკი;
- ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი.
კონტექსტი: უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელიც 2022 წლის ბოლოს ესპანეთში შვებულებაში იმყოფებოდა, თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა.
- უკრაინული მედიების ცნობით, გენპროკურორის მოადგილე ოჯახთან ერთად ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელიაში ისვენებდა, რა დროსაც ბიზნესმენისა და დეპუტატის, გრიგორი კოზლოვსკის მანქანა გამოიყენა.
- დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
- ვიაჩესლავ შაპოვალოვი უკრაინელი სამხედროებისთვის საკვები პროდუქტების ძვირადღირებულ შესყიდვასთან დაკავშირებით სკანდალში გაეხვა.
- პოსტს ემშვიდობება ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო.
- მან გადაწყვეტილების მიზეზი არ დაასახელა და ნდობისა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის პრეზიდენტ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.
მანამდე, უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
- უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო ვასილი ლოზინსკინს 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაში ადანაშაულებს. საქმე გენერატორების შეძენას ეხება.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები