ვალერი მელაძეს მოსკოვში კონცერტი გაუუქმეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ რუსული კრიტიკული და პროპაგანდისტული მედიები წერენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე მომღერალი, რუსეთის სახალხო არტისტი ვალერი მელაძე ესტრადის იმ ცნობილ სახეებს შორის იყო რომლებმაც უკრაინაში ომი დაგმეს.
- 24 თებერვალს მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საომარი მოქმედებების შეწყვეტას და მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვდა.
- მელაძეს რუსეთის დანაშაულზე არ უსაუბრია და სანაცვლოდ თქვა, რომ მომხდარს ისტორია ოდესმე განსჯის და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.
რა მოხდა: 2 იანვარს სოციალური ქსელებით გავრცელდა დუბაიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც მელაძე სიტყვებს: დიდება უკრაინა (Слава Україні!), პასუხობს: დიდება გმირებს (Героям слава!).
- ამას რუსეთში კრიტიკა მოჰყვა და პროპაგანდისტებმა ის "უკრაინელი ნაციონალისტების" მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.
- პარტია სამართლიანი რუსეთი — სიმართლისთვის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მელაძეს უნდა ჩამოერთვას ყველა არსებული ტიტული.
- პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს წევრმა კი მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა.
- პასუხად მელაძემ განაცხადა, რომ მისთვის "ძალიან საყვარელ ერებს კონფლიქტი აქვთ, რომელშიც ადამიანები იღუპებიან" და მხოლოდ ის სურს, ანტაგონიზმი შეჩერდეს და "ახლო ერებს შორის ურთიერთშეთანხმება დამყარდეს".
დეტალები: როგორც ჩანს, რუსეთში მელაძის წინააღმდეგ კამპანია დაიწყეს. ადგილობრივი მედიები წერენ, რომ ის "შავ სიაში" მოხვდა.
- კრემლისტური კამსამოლსკაია პრავდას ინფორმაციით, 8 მარტს მოსკოვში დაგეგმილ კონცერტზე ის ვლადიმირ პრესნიაკოვით ჩაანაცვლეს.
- პროპაგანდისტული რია კი წერს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე მელაძეს ციმბირის ქალაქებში გასტროლები ჰქონდა დაგეგმილი, კერძოდ: ნოვოსიბირსკში, კრასნოიარსკში, ირკუტსკში და ბარნაულში.
- მათივე თქმით, ირკუტსკში 4 მაისს დაგეგმილი კონცერტი უკვე გაუქმდა.
- რუსული მედიები წერენ იმასაც, რომ მელაძის ვებგვერდზე ეს კონცერტები ჯერ კიდევ აფიშაზეა, თუმცა ამ ეტაპზე იქ მხოლოდ ისრაელსა და კვიპროსში დაგეგმილი კონცერტების შესახებ წერია.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები