ბადრი ჯაფარიძე

26 Jan. 2023, 15:54

სამწუხაროდ, ქართული ოცნების პირობებში სასამართლო გადაიქცა ქართული ოცნების ოფისიდან მიღებული ინსტრუქციების შემსრულებელ ბიუროდ და გადააქციეს ფარსად მთელი სასამართლო პროცესი. ყველამ მკაფიოდ დაინახა, რომ სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება იყო მოგონილი მოსამართლე არევაძის მიერ, მხოლოდ იმ მიზნით, რომ რაღაც დაებრალებინათ ჩვენთვის. რომ კი, ფულის გათეთრება ვერანაირად ვერ დაგვიმტკიცეს, იმიტომ, რომ არარსებულს ვერ დაამტკიცებ და შესაბამისად მოიგონეს, ვითომდაც რაღაც თაღლითობა ჩავიდინეთ, რომლის შედეგად ჩვენ დავზარალდით.

ყველაზე სამწუხარო დღევანდელ დღეს არის სწორედ ის, რომ ამდენი მოსამართლე არის ჩართული ამ ფარსში და მთელი ეს პროცესი და ნახეთ, რამდენი სხდომა ჩატარდა, არის ფარსი, მხოლოდ იმისათვის, რომ წინასწარ ცნობილი გადაწყვეტილება გამოაცხადონ რამდენიმე თვის შემდეგ და ეს გადაწყვეტილება დაწერილია ოცნების ოფისში. ამიტომ არის სწორედ აუცილებელი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ გათავისუფლდეს სასამართლო, იმისათვის ყველა თანამოქალაქეს ჰქონდეს იმედი, რომ სამართალს ნახავს საკუთარ ქვეყანაში და დღეს ამის იმედი საქართველოს მოქალაქეს არ აქვთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ