NGO-ები მერიასა და საკრებულოს მიმართავენ, არ დაუშვან ლაგუნასთან ცათამბჯენების მშენებლობა
სპეციალურ მიმართვას ხელს სამოქალაქო ორგანიზაციები და სფეროს სპეციალისტები აწერენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თბილისის მერია ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკასა და ლაგუნა ვერეს საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას განიხილავს.
- კერძო პირს თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონაში ორი, 48 და 60-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა სურს.
- 25 იანვარს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ ქართუს მადლობა გადაუხადა.
- მანვე თქვა, რომ პროექტი "ძალიან მაგარი" იქნება და დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება.
დეტალები: არასამთავრობო სექტორის განცხადებით, თბილისის მერმა პროექტის იდეა ისე მოიწონა, რომ წარმოდგენილი და განხილული არ ყოფილა მშენებლობის არქიტექტურული პროექტი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი კვლევები.
- "ასევე, წინასაპროექტო კვლევით არ არის წარმოდგენილი ჯეროვანი ინფორმაცია ამ მასშტაბისა და სიმჭიდროვის მშენებლობის ზეგავლენის შესახებ საინჟინრო, საცხოვრებელ, სოციალურ, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურაზე, რაც საჯარო ინტერესის საზიანოდ, გავლენიანი კერძო პირის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მორიგი პრეცედენტის განმტკიცების საფრთხეს ქმნის", — ნათქვამია განცხადებაში.
NGO სექტორი მერიას მოუწოდებს, არ გასცენ მშენებლობის ნებართვა, რადგან იგი შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის კიდევ უფრო გართულების საფრთხეებს.
- მათივე განცხადებით, მშენებლობა დაუშვებელია რამდენიმე მიზეზის გამო:
- პროექტის იდეა შეუთავსებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან, ასევე — ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან, რაც სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის.
ცათამბჯენების წინააღმდეგ პეტიციაც გავრცელდა.
პეტიციის ავტორები, ასევე, მიიჩნევენ, რომ საპროექტო იდეა შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურებისა და სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეებს.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები