კობა ნაყოფია

27 Jan. 2023, 22:09

ხვალ უკვე დილის 10 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს, უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ხმის მიცემას და მე მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა, მიიღოს აქტიურად მონაწილეობა არჩევნებში. ერთ რამეში მინდა ნამდვილად დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფარული, ვერავინ ვერასდროს ვერ გაიგებს მიიღეთ თქვენ მონაწილეობა არჩევნებში თუ არა და ვის მიეცით თქვენ თქვენი ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა პრაქტიკულად არავის არ აქვს.

არჩევნები დასრულდება 30 იანვარს დილის 10 საათზე. შედეგები გამოცხადდება 30-ვე. 10 საათზე კომისია დაიწყებს უკვე მუშაობას და ვვარაუდობთ, რომ 30-ში 12 საათისთვის უკვე შედეგები იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. არჩევნების მსვლელობისას, ენმ უზრუნველყოფს, ანუ საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი 12, 3, 6 და 9 საათზე მოგაწვდით ყველანაირ ინფორმაციას თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და თუ დაფიქსირდა ესა თუ ის ხარვეზი. თუმცა ჩვენ ასეთებს არ ველოდებით, რადგან ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არჩევნები ტარდება ელექტრონულად, საარჩევნო კომისიამ ძალიან ეფექტურად იმუშავა მთელი ეს პერიოდი იმისათვის, რომ 28-29 იანვარი იყოს მშვიდი, წყნარი და ყოველგვარი ხარვეზების გარეშე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7056 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1907 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1738 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1342 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1249 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება ­— აქციების ჩამონათვალი

დღეს, 31 მარტს, თბილისსა და საქართველოს 6 დიდ ქალაქში 15 საპროტესტო აქცია გაიმართება. საერთო სახალხო პროტესტს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~