ვოლოდიმირ ზელენსკი

30 Jan. 2023, 23:04

დღეს მთელი დღე მივლინებაში ვიყავი: ჯერ ნიკოლაევი, შემდეგ ოდესა. შეხვედრა და მოლაპარაკება დანიის დელეგაციასთან, პრემიერმინისტრ ფრედერიკსენთან და კოალიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე. იმის შესახებ, თუ რა დაგვეხმარება ჩვენი ტერიტორიის განთავისუფლებაში — ჩვენი სამხრეთი, ჩვენი აღმოსავლეთი. და იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში.

რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს — როგორც ბრძოლის ველზე, ისე ჩვენს ქვეყანაში, რათა ყველაფერი აღვადგინოთ და ამით დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია.

დანიამ მხარი დაუჭირა ჩვენ შავი ზღვის საექსპორტო ინიციატივას და შეუერთდა პროგრამას მარცვლეული უკრაინიდან. ის ფაქტი, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, ადასტურებს, რომ შეგვიძლია პროგრესის მიღწევა ჩვენი მშვიდობის ფორმულის სხვა პუნქტებში.

მადლობა ნიკოლაევის, ოდესის, ჩვენი სხვა თემების ყველა მეწარმეს და დამსაქმებელს, რომლებიც ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს და იხდიან ხელფასს და გადასახადებს. ეს არის თქვენი კონკრეტული და მნიშვნელოვანი წვლილი ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის უნარში. 

მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას ვინც გვეხმარება! მადლობა ყველას, ვინც იცავს ოდესას, ვინც იცავს ნიკოლაევს, მთელ ჩვენს სამხრეთს და მთელ უკრაინას! დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა

ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის, დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა,…