ლიბერთის ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით ნებისმიერი ოპერაცია შესრულდება
ლიბერთის ბანკომატებში სიახლე დაინერგა — დღეიდან, ბანკომატში ფიზიკური ბარათის მოთავსების გარეშე, Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით, ლიბერთის ბარათების მფლობელებს ბანკომატებში ნებისმიერი ოპერაციის შესრულება შეეძლებათ.
ლიბერთის 700-მდე ბანკომატში მთელი საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ სმარტფონით — Apple Pay-ს ან Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ბანკომატში ნაშთის შემოწმება, ბანკომატიდან თანხის გატანა (როგორც ლარი, ასევე აშშ დოლარი), ფულადი გზავნილებით სარგებლობა და ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისები.
გარდა ამისა, ლიბერთის Cash-In ბანკომატებში ფიზიკური ბარათის გარეშე, მობილურით Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით თანხის შეტანა და ვალუტის კონვერტაციაც შესაძლებელია — თანამედროვე Cash-In ბანკომატი ლიბერთის მომხმარებელს აძლევს საშუალებას ისარგებლოს არამხოლოდ ბანკომატის სტანდარტული ფუნქციონალით, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ანგარიშზე, ან ნებისმიერ დროს 24/7 განახორციელოს ვალუტის კონვერტაციის ოპერაცია. ვალუტის კონვერტაცია ბანკომატის საშუალებით მარტივია — უკვე Apple Pay-ით ან Google Pay-ით ავტორიზაციის შემდეგ, საკმარისია მენიუდან შესაბამისი ღილაკის არჩევა და ბანკომატში სასურველი კუპიურის მოთავსება. ბანკომატში ერთდროულად დიდი რაოდენობის, 300 კუპიურის მოთავსებაც არის შესაძლებელი. Cash-In ბანკომატი თავად ახორციელებს თანხის გადათვლის ოპერაციას და გამჭვირვალედ სთავაზობს მომხმარებელს ვალუტის კონვერტაციის სპეციალურ, მომგებიან კურსსაც.
Apple Pay ლიბერთის მომხმარებლებისთვის უკვე მესამე წელია ხელმისაწვდომია, ხოლო Google Pay საქართველოში გასული წლის ნოემბერში დაინერგა. ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს ციფრულ საფულეში ბარათის დამატება მარტივად, მობაილ ბანკიდანვე ერთ ღილაკზე დაჭერით შეუძლიათ. გადახდის უკონტაქტო სერვისით სარგებლობისას კი ლიბერთის ბარათების ყველა ბენეფიტით სარგებლობა შესაძლებელია.
ლიბერთიმ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ალტერნატიული არხებისა განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში არაერთი სიახლე შესთავაზა მომხმარებელს, Apple Pay-ს და Google Pay-ს სერვისების დანერგვით კი კიდევ უფრო კომფორტულ სერვისს შესთავაზებს ბანკომატის არხით სარგებლობისას:
"თანამედროვე და ინოვაციური სერვისების დანერგვა ლიბერთის დისტანციური არხების მიმართულებისთვის პრიორიტეტია. ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბანკის ნებისმიერ არხში მომხმარებლის გამოცდილება იყოს თანაბრად მარტივი და კომფორტული".
როგორც Apple-ის, ასევე Google ციფრულ საფულეს უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს უკონტაქტო გადახდებისთვის და ახლა უკვე, ბანკომატით სარგებლობაც შეეძლებათ პლასტიკური ბარათის გარეშე.
"2023 წლის განმავლობაში კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას ციფრული სერვისების გაუმჯობესებასა და სიახლეების დანერგვაზე", — გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის
ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით — 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები