ელენე ხოშტარია

2 თებ, 2023

ევტოშენკოვი-ივანიშვილის მეგობრული საუბრის შემდეგ, მოვისმინეთ კარასინი-აბაშიძის ასევე ძალიან თბილი, მეგობრული საუბარი ქართული საზოგადოების ზურგს უკან. აქ არის საუბარი არა საქართველოს ინტერესებზე, არა ჩვენ ოკუპაციაზე, არა ჩვენ უსაფრთხოებაზე, არა ჩვენი ინტერესების დაცვაზე, არა უკრაინაში დახოცილ ბავშვებზე, არა იმ ბოროტებაზე რასაც ჩადის რუსეთი, არამედ ლაპარაკია რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის კმაყოფილებაზე რაღაცა საკუთარი კონკრეტული ინტერესების შესახებ.

ესე ხდება, როდესაც არაფორმალური ოლიგარქი ჩვენს ზურგს უკან ატარებს რუსულ პოლიტიკას. ჩვენ რეაქციაც ვნახეთ კარასინის და სხვას არც უნდა ველოდოთ ქართული ოცნების მხრიდან. მთავარი კითხვა არის ის, თუ რას ვშვრებით ჩვენ? ვეგუებით თუ არა აი, ამ პრორუსული, რუსული უმცირესობის მხრიდან ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ღალატს და მიტაცებას და რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებაში ეს პასუხი არის — არა და 24 თებერვალი განმსაზღვრელი საერთოდ ევროპის, დასავლეთის ცივილიზებული სამყაროსი, ის დღე, როდესაც ეს "არა" მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა ვუთხრათ რუსეთს, უკრაინას და მთელ მსოფლიოს.

განაცხადა პარტია დროას ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. გუშინ აბაშიძე-კარასინის საუბრის ჩანაწერი, Youtube არხ კიბერ კმარაზე გავრცელდა. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ კი ავთენტურობა პირველ არხთან დაადასტურა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საქართველოდან გაძევებული აშშ-ს მოქალაქე: დამაკავეს, მცემეს და დამაკისრეს $1000 ჯარიმა29616 ნახვა
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს10615 ნახვა
  3. ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა5887 ნახვა
  4. თბილისში რუსული რესტორნების ქსელი შემოდის — რესტორანი სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში'' გაიხსნება4838 ნახვა
  5. ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი იანვარში დაგეგმილ სპექტაკლებს აუქმებს3623 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქურდოვანიძე: თავიდანვე პატიმრობის გამოყენება იყო დაუსაბუთებელი და რა თქმა უნდა, ვერც მისი გახანგრძლივება იქნება დასაბუთებული

"პატიმრობა არის აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე. მისი გამოყენება გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~