შალვა ხაჭაპურიძე

5 Feb. 2023, 11:43

დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და ამის მერე მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება ბრალდების მხარის და უფრო სწორად, პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა სამხარაულის გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს. მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ის ძალა, ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის, პარლამენტის, ზოგადად, პოლიტიკოსების მხრიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ, რის შემდეგაც მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს6731 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1816 ნახვა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1726 ნახვა
  4. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1339 ნახვა
  5. ზაზა გოგავა: "გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება]"1226 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

Sting-ის კონცერტის ყალბი ბილეთების გაყიდვისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

პირს, რომელმაც Sting-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვის მიზნით, ყალბი ვებგვერდი გააკეთა და მოქალაქეებს ფულს არიცხვინებდა,…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~