ისრაელის ყოფილი პრემიერის მტკიცებით, პუტინი დაჰპირდა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა — რას პასუხობენ უკრაინაში
სადავო განცხადება ისრაელის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ადგილობრივ მედიასთან, 4 თებერვალს გააკეთა, დღეს კი უკრაინულ და საერთაშორისო მედიებზე გავრცელდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბენეტი ამტკიცებს, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ორგანიზებას ცდილობდა.
- მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პუტინმა დაარწმუნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს არ მოკლავდა, რაც იმ დღესვე ბუნკერში მყოფ ზელენსკის გადასცა.
- ომის დაწყებიდან დღემდე რუსულმა პროპაგანდამ ბევრჯერ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს, ზელენსკი უკრაინიდან გაიქცა და სხვა ქვეყანაში, ბუნკერში წერდა მიმართვებს, მაგრამ ამ პერიოდში ზელენსკი არაერთხელ გამოჩნდა საჯაროდ.
- გარდა ამისა, 3 მარტის სტატიაში The Sunday Times წერდა, რომ ბოლო დღეებში ზელენსკი მკვლელობის სამ მცდელობას გადაურჩა.
- 29 მარტს კი პრეზიდენტის ადმინიტრაციაში ამბობდნენ, რომ რუსი სამხედროები ზელენსკის მოკვლას ისევ ცდილობენ.
ბენეტის თქმით, პუტინმა რამდენჯერმე გაუმეორა, რომ ზელენსკის ლიკვიდაციას არ გეგმავდა — ამ დროისთვის ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ცნობები იმაზეც, რომ ზელენსკი პუტინის #1 სამიზნე იყო.
- "ვიცოდი, რომ ზელენსკის ბუნკერში ემუქრებოდნენ და რომ მათ არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. რაღაც მომენტში პუტინს ვუთხარი: "მისმინე, რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? შენ აპირებ მის მოკვლას?" მან მითხრა: "მე არ მოვკლავ ზელენსკის", — იხსენებს ბენეტი.
- ისრაელის ყოფილი პრემიერი ირწმუნება, რომ კრემლიდან გამოსვლის შემდეგ, აეროპორტის გზიდან დაურეკა ზელენსკის, რომელიც მაშინ "ბუნკერში იჯდა" და პუტინის ნათქვამზე უამბო.
- ამტკიცებს, რომ საუბრიდან ორ საათში უკრაინის პრეზიდენტი თავის კაბინეტში ავიდა და გადაიღო ვიდეო, სადაც თქვა: "მე არ მეშინია".
თუმცა, ომის დაწყების შემდეგ ზელენსკი არაერთხელ გამოჩნდა კიევის ქუჩებში. პირველივე ვიდეო რომელიც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაღებული, მან ჯერ კიდევ 24 თებერვალს გაავრცელა.
- მეორე დღეს, 25 თებერვალს კი გამოაქვეყნა ცნობილი ვიდეო "პრეზიდენტ ტუტ", სადაც სამთავრობო გუნდთან ერთად ქალაქის ცენტრში იდგა.
- 26 თებერვალს ქუჩიდან კიდევ ერთი ვიდეო გვაჩვენა, წარწერით "არ დაუჯეროთ ფეიკებს" — ამ დროს ვრცელდებოდა დეზინფორმაცია თითქოს, ის ქვეყნიდან გაიქცა.
- საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ბენეტი პუტინს მოსკოვში 5 მარტს შეხვდა, შესაბამისად, ვიდეო, რომელზეც ის საუბრობს 5 მარტით თარიღდება.
- ზელენსკის ინსტაგრამ გვერდზე ნამდვილად იძებნება ამ დღეს კაბინეტში გადაღებული ვიდეო.
- თუმცა, უკრაინული მედია წერს, რომ კაბინეტში გადაღებული ის ვიდეო, რომელშიც პრეზიდენტი ამბობს, რომ არავის ეშინია არა 5, არამედ 7 მარტსაა გამოქვეყნებული.
რას ამბობენ უკრაინაში: საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ პუტინს მატყუარა უწოდა.
- "წარსულში პუტინმა პირობა დადო, რომ არ დაიკავებდა ყირიმს, არ დაარღვევდა მინსკის შეთანხმებებს, არ შეიჭრებოდა უკრაინაში, მაგრამ მან ეს ყველაფერი გააკეთა. არ მოგატყუოთ, ის ოსტატი მატყუარაა. ყოველ ჯერზე, როცა ის პირობას დებდა, რომ რაღაცას არ გააკეთებდა, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო", — ამბობს კულება.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი პუტინის სავარაუდო დაპირება ფიქციად შეაფასა.
- "რუსეთის შემოჭრის უკან არ დგას "ნატოს გაფართოება", უსაფრთხოების გარანტიები ან სანქციები, არამედ — რუსეთის ფედერაციის სურვილი, გაანადგუროს უკრაინა და დახოცოს უკრაინელები", — დაწერა მან.
-
გადახედვალევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს ლევან ხაბეიშვილი ნაცემია — ენმ აცხადებს, რომ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით გაიტაცეს
-
გადახედვააქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს აქციის მორიგი დარბევა რუსთაველზე — რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშლას სპეცრაზმი კვლავ ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ცდილობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს პრეზიდენტი: სირცხვილია ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, სირცხვილია, სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ, ვნების კვირის დროს
-
გადახედვასპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს სპეცრაზმი, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კვლავ წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებს
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვასახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი სახალხო დამცველი: აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა. არ არსებობს მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
კომენტარები