ნიკა მელია

5 Feb. 2023, 22:11

ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია, გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

"ტექნიკური ყრილობის" დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ "გასაოცარ დემოკრატიასთან" მივიდნენ.... ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს. მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს. ერთგულებაზე და ნაციონალური მოძრაობის 22 წლიან ტრადიციაზე ისაუბრეს და მიშას უახლოესი თანამებრძოლები საკუთარი "მეგობრებით" ჩაანაცვლეს.

ყოველივე ეს არა მხოლოდ ნათქვამი სიტყვის ფასზე, არამედ ამ გაუფასურებული სიტყვის მიღმა არსებულ მიზნებზე მეტყველებს. ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია, მიუხედავად იმისა, ვინ მართავს ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი, მოდის ემოციური დაპირებით დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას.

დღეს ნაციონალურ მოძრაობაში, ფაქტობრივად, გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკანონმდებლო ორგანოს არჩევითობა ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები "მცირესა და ტექნიკურს" უწოდებდნენ. გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით, ისე რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა, ისე რომ "ტექნიკური ყრილობის" მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ კრების მიერ, სადაც 335 დელეგატის შერჩევა თავად მოახდინეს — დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც, ფაქტობრივად, არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი.

თუმცა, ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების განხორციელებისას, სამწუხაროდ, ავიწყდებათ — პარტია არის ღირებულება, იდეური ერთობა, თანაბრძოლა და თანადგომა, სვლა გამარჯვებისკენ წინ და არა უკან. ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰყვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და რაც მთავარია, არასდროს მარცხდება.

ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას ენმ-ის მე-10 ყრილობას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადაიბარა. ყრილობაზე წარადგინეს პოლიტსაბჭოს ახალი სიაც, სადაც მელია ვერ მოხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა

ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის, დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა,…