ეკა ხერხეულიძე

5 Feb. 2023, 23:26

დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ მიზეზიც ეს არის შეცდომების-მეთქი და ეს რა ვნახეთ — მარტის ნაცვლად, პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები.

თავიანთივე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40%-ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40%-ს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ "დამსახურების მიხედვით" და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს დამარცხების შემდეგ პუდელით გაქცეული ხალხისა და მისთანების დაკომპლექტებით.

სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ, საერთოდ? ამავე გაგების დამსახურებით პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია. [...]

აქამდე ენმ-ისთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, მაგ., არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლოდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ, არ გრცხვენიათ?!

ასე გამოეხმაურა ენმ-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე პარტიის მე-10 ყრილობას, სადაც ლევან ხაბეიშვილმა თავმჯდომარის პოსტი ოფიციალურად გადაიბარა. ასევე, ყრილობაზე დამტკიცდა 35 ადამიანისგან შემდგარი პოლიტსაბჭოც, რომელშიც ნიკა მელია და პარტიის რამდენიმე ძველი სახე ვერ მოხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  4. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა

ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა და მათ შორის, დემოგრაფია არის უმთავრესი. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა,…