აკაკი მინაშვილი

5 Feb. 2023, 23:51

უარს ვამბობ, ვიყო დღევანდელი "ყრილობის" მიერ დამტკიცებული "პოლიტიკური საბჭოს" წევრი.

ხაბეიშვილის გუნდი მხარდამჭერებს პირდებოდა ფართომასშტაბიან არჩევნებს ყველა დონეზე. არადა, სულ რამდენიმე დღე დასჭირდათ მათ, ფეხქვეშ გაეთელათ როგორც საკუთარი დაპირება, ისე დემოკრატიულობის ის პრეცედენტი, რაც თავმჯდომარის არჩევნებში გამოიხატა და რის შემდეგაც ნიკა მელიამ ახალ თავმჯდომარეს მიულოცა და წარმატება უსურვა.

პოლიტური საბჭო პარტიის მთავარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა საკითხების აქტიური განხილვა და დისკუსია, მუდმივად იყო განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებზე კამათი და მსჯელობა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ "პოლიტიკური საბჭოს" ლეგიტიმაცია არის ნულის ტოლი.

აქ არ არის საუბარი პარტიაში პოლიტიკურ თანამდებობებზე. გავითვალისწინეთ რა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების ნება, ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავტოვეთ სამდივნო. ანალოგიურად უნდა მოქცეული ახალი მენეჯმენტიც და მხედველობაში მიეღო ამომრჩევლის დაკვეთა — უნდა ჩაეტარებინა პოლიტსაბჭოს მონაწილეობითი და რეალური არჩევნები ღიად და საჯაროდ, ან მინიმუმ 40%-ის პოზიცია უნდა გაეთვალიწინებინა ამ "პოლიტსაბჭოს" შემადგენლობაში. [...]

საარჩევნო პერიოდში პრეზიდენტ სააკაშვილის უმოკლეს ვადებში გათავისუფლებას გვპირდებოდნენ და ბოლო სასამართლოს წინა დღეს ნაციონალური მოძრაობის ათიათასობით მხარდამჭერის ზურგს უკან პარტიაში პოზიციები გადაანაწილეს და და ახალი უსამართლობის კერა გააჩინეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს…