ირაკლი კობახიძე

9 თებ, 2023

არსებობს ძალიან დიდი მანკიერი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც არ არსებობს, მაგალითად, მოლდოვის მიმართ. მოლდოვაშიც პატიმრობაშია მათი მეხუთე პრეზიდენტი, მაგრამ არავის ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით. ჩვენთან დაკავშირებით მარტო ჯანმრთელობაზე ხომ არ იყო საუბარი? ევროპარლამენტარების ნაწილი პირდაპირ გვეუბნებოდა, როდესაც პრეზიდენტი პატიმრობაშია, ეს უკვე არის ქვეყნისთვის ძალიან ცუდი მოვლენა და მის იმიჯზე ცუდად აისახებაო.

ასეთი არცერთი განცხადება არ გაკეთებულა მოლდოვასთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი მეხუთე პრეზიდენტი დღეს არის დაპატიმრებული, არის პატიმრის სტატუსის მქონეა. რატომ? იმიტომ, რომ რა მანკიერი ინტერესიც არ არსებობს მოლდოვას მიმართ, ის მანკიერი ინტერესი არსებობს საქართველოს მიმართ. ამას უკავშირდება ეს კოორდინაცია სააკაშვილის საქმის გარშემო, ამას უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდის გაჩერება კრედიტ სუისში და ა.შ. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი და საქართველოს ომში ჩართვის სურვილი. [...]

გამომდინარე, მით უმეტეს, იქიდან, რომ უკრაინაში მძიმე ვითარებაა დღეს. როგორ გაგრძელდება მოვლენები იქ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული უპირატესობა აქვს რუსულ მხარეს, რა თქმა უნდა, ეს ინტერესი გაზრდილია.

ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 8 თებერვალს ისაუბრა. რუსეთის უპირატესობას, რაზეც კობახიძე საუბრობს, მხოლოდ კრემლი და მისი მხარდამჭერი პროპაგანდისტები ადასტურებენ. საერთაშორისო ლიდერები და ავტორიტეტული ორგანიზაციები კი ფრონტის ხაზზე რუსეთის წარუმატებლობაზე საუბრობენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს7172 ნახვა
  2. ლაშა პაპაშვილის ფერმა "ყვარლის ბაგა", რომლის რძესაც "სოფლის ნობათი", "სანტე" და "აგროჰაბი" ყიდულობს — ძროხას ქათმის ნაკელს აჭმევდა5867 ნახვა
  3. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1986 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1747 ნახვა
  5. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1348 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზურა ჯაფარიძე დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~