როგორ იქცა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა ბიზნესად? — საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ბენეფიციარი რუსთავიდან
"ხელნაკეთ ნივთებსა და დეკორაციაზე მუშაობა 2012 წლიდან დავიწყე, თუმცა ხელოვნების სიყვარული და ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. თავიდან, როცა ეს საქმე დავიწყე, ბიზნესზე არც მიფიქრია, ნივთებს მხოლოდ მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის ვამზადებდი, პარალელურად ფოტოებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. ვხედავდი, ყოველი ახალი ნამუშევრის გაზიარებას დღითიდღე კიდევ უფრო მეტი მოწონება და გამოხმაურება ჰქონდა.
2014 წლის დასაწყისში ერთ-ერთ ჟურნალში ჩემი ნამუშევრების შესახებ პირველი სტატია დაიწერა, რამაც შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად დიდი სტიმული მომცა. აქედან დაიწყო აქტიური შეკვეთები, გაყიდვები, სხვა ინტერვიუები და გადავწყვიტე, ამ საქმისთვის მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მომეკიდა ხელი. სწორედ ასე დაიბადა ნინას არტ რუმი", — ამბობს ნინას არტ რუმის დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი, რომელიც საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია.
ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის პროექტია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით ხორციელდება. ინიციატივა, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გაერთიანებით, 200 ქალი მეწარმის ციფრული უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ნინომ სწორედ აღნიშნული პროგრამა გაიარა, რამაც სხვა პროექტებში მონაწილეობასთან ერთად, ბიძგი მისცა საკუთარი სახელოსნო და ონლაინ მაღაზია კიდევ უფრო მეტად გაეფართოებინა. ის რუსთავიდანაა და უკვე თერთმეტი წელია, რაც პოლიმერულ თიხაზე მუშაობს.
"მომხმარებელს პოლიმერული თიხის ხელნაკეთ სამკაულებსა და აქსესუარებს ვთავაზობ, რომლებსაც ძირითადად ყვავილებისგან ვამზადებ. ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ბუნებრივი ვიზუალით, რომელიც იმდენად თხელი და სიფრიფანაა, ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ თიხისგან არის დამზადებული. ამის მიუხედავად, საკმაოდ გამძლე, ხარისხიანი და მდგრადია. ვცდილობ, ყოველი ახალი ნამუშევარი ბუნებრივთან მეტად მიახლოებული იყოს. თითოეული დეტალი ხელით მუშავდება, ფორმებისა და ყალიბების გარეშე. სწორედ ეს ხდის მას გამორჩეულსა და უნიკალურს", — ამბობს ნინო.
მოთხოვნიდან გამომდინარე, მეწარმეს პოლიმერულ თიხასთან ერთად დამატებით სხვა შერეული მასალის გამოყენებაც უწევს. მაგალითად, ისეთის, როგორიცაა: თვითშრობადი თიხა, ხე, მეტალი და სხვა მრავალი.
ნინოს სასწავლო კურსიც აქვს, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები იყრიან თავს.
"ექსკლუზიურ ნამუშევრებს თავად ვამზადებ, თუმცა, მყავს ნიჭიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც ვასწავლი. ისინი დიდი შეკვეთის შემთხვევაში მის დროულად და ხარისხიანად შესრულებაში მეხმარებიან", — აცხადებს მეწარმე.
ნინო სამომავლოდ ქალაქ რუსთავში მაღაზიის გახსნას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს. შემდეგ კი ქსელის სახით სურს ქვემო ქართლის რეგიონი სრულად მოიცვას. როგორც თავად ამბობს, ამისთვის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობით მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გამოიყენებს.
"რამდენიმე თვის წინ საქართველოს ბანკის ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მივიღე, სადაც საინტერესო ტრენინგი გავიარე. მომცეს სასარგებლო და საჭირო რჩევები, რომლებსაც სამომავლო გეგმების განხორციელებისთვის აუცილებლად გამოვიყენებ", — ამბობს ნინას არტ რუმის დამფუძნებელი, ნინო შაკიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა 2 თვის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა კურსების, ტრენინგებისა და ქოუჩინგ სესიების სახით შეიძინონ ზოგადი და პროფესიული ცოდნა, მოიძიონ გრძელვადიანი პარტნიორები და მიიღონ 360%-იანი მხარდაჭერა იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კომენტარები