ევანგელისტურ ეკლესიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო მათ კონტროლს სასამართლოს გზით ცდილობს — რა ხდება
ამის საკითხზე ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და საქართველოს ევანგელისტური ეკლესიის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პასტორ ზაალ ტყეშელაშვილის განცხადებით, 2022 წლის 9 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკისრა ვალდებულება, აშშ-ის მოქალაქე ბიუნგ ჩან პარკს გადაუხადოს წლების განმავლობაში მიღებული საეკლესიო შემოწირულოებები, 90 000 დოლარი.
- ეს თანხა ეკლესიის პირველი და ერთადერთი სამლოცველო სახლის მშენებლობის დასასრულებლად იყო განკუთვნილი — 2023 წლის 30 იანვარს პასტორმა გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა.
- ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ სააპელაციოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი მართვის მცდელობაა.
რა მოხდა: პასტორის განმარტებით, 2014 წელს პარკმა თავი ევანგელისტ მისიონერად წარადგინა, რომლის მიზანი საქართველოში სახარების გავრცელება და ადგილობრივი ევანგელური ქრისტიანების დახმარება იყო.
- მისივე თქმით, ის წლების განმავლობაში კმაყოფილი ჩანდა მათთან ურთიერთობით, თუმცა 2018 წელს დაიწყო მტკიცება, რომ ევანგელისტური ეკლესია სინამდვილეში არ იყო ეკლესია, რადგან არ ჰქონდა რეგისტრაცია და პასტორი ზაალ ტყეშელაშვილი არ იყო ნამდვილი სასულიერო პირი.
- პასტორი განმარტავს, რომ 2019 წელს, პარკმა სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა, გადაეხადა ის შემოწირულებები, რომელიც ეკლესიის სახელით, წლების განმავლობაში მორწმუნეებისგან შეგროვდა, თუმცა საქალაქომ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.
- მისი თქმით, საქმე სააპელაციოში გადავიდა და საქმის მასალების დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მოსარჩელე პარკი მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად და საკუთარი ბუნდოვანი ფინანსური და ბიზნეს საქმიანობისთვის იყენებდა რელიგიურ გაერთიანებას.
- ამბობს, რომ საქმეს ახლავს მოსარჩელის მიერ წარდგენილი, სავარაუდოდ, გაყალბებული დოკუმენტები, რომლებიც სასამართლომ ეკლესიისა და პასტორისთვის საზიანო გადაწყვეტილების მისაღებად გამოიყენა.
ტყეშელაშვილის განმარტებით, არაერთი გარემოება მიანიშნებს, რომ ეს არის საეჭვო სამოქალაქო საქმის გამოყენებით მისი რეპუტაციის შელახვის, უსამართლობისა და თანასწორობის საკითხების შესახებ მის მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვის, ევანგელისტური ეკლესიის ერთადერთი სამლოცველო სახლის წართმევის, ეკლესიის ავტონომიურობისა და დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობის წინააღმდეგ მიმართული მცდელობა.
- "გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწყებულია ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია, რომელიც შესაძლებელია, იყოს ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ეკლესიები და მათ შორის ჩვენც, კონტროლის ქვეშ მოაქციონ", — აცხადებს ის.
- დამატებითი დეტალების გასარკვევად On.ge მოსარჩლესთან დაკავშირებას ცდილობს.
რას ამბობს იურისტი: შოთა თუთბერიძის განმარტებით, ყველაზე საეჭვო, რაც სააპელაციო სასამართლომ გააკეთა ისაა, რომ გადაწყვეტილება დააფუძნა ხელშეკრულებაზე, რომელშიც არსებობს სიყალბის ძალიან მაღალი რისკი.
- On.ge-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ დოკუმენტის დედანი საქმეში ჩადებული არ არის და საეჭვოა, რადგან ის დადებულია 2014 წელს სამხრეთ კორეაში, თუმცა მასზე დასმულია ნოტარიუსის ბეჭედი, რომელიც ვაშინგტონის შტატიდანაა და გამოყენებულია პასპორტის ნომერი, რომელიც გაცემულია 2015 წელს.
- მისი თქმით, სააპელაციომ თვალი დახუჭა ამ შეუსაბამობაზე და გადაწყვეტილების დიდი ნაწილი დააფუძნა საეჭვო მტკიცებულებაზე, რაც გარკვეული ინტერესის გარეშე რთული წარმოსადგენია.
- "მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამოქალაქო პრინციპების უგულებელყოფით მოიგონა არარსებული გარიგება და შექმნა პრეცედენტი, როცა რელიგიურ გაერთიანებას პირმა შეიძლება მოსთხოვოს შესაწირავის უკან დაბრუნება რამდენიმე წლის შემდეგ, რაც სრულიად აბსურდია", — გვითხრა თუთბერიძემ.
- მისივე განმარტებით, ეს შესაძლოა, საფრთხე იყოს, როგორც რელიგიის თავისუფლებისთვის, კონსტიტუციური უფლებისთვის, ისე რელიგიური უმცირესობების უფლებებისთვის ეკონომიკურ ჭრილში.
- "თუ გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა, მოხდება ისე, რომ ეკლესია დარჩება თავისი კუთვნილი ქონების გარეშე, სახელმწიფოს მოუწევს ეკლესიის წართმევა და მისი რეალიზაცია, რაც ძალიან მძიმე იქნება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ", — განმარტავს თუთბერიძე.
რას ამბობს TDI: მაკო ღავთაძემ On.ge-ის განუცხადა, რომ ევანგელისტური ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებული საქმე, რომელიც შეფუთულია სამოქალაქო სახით, რეალურად, არის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართულება და ირღვევა ეკლესიის თითოეული წევრის ფუნდამენტური უფლებები.
- მისი შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და ეკლესია დადგა მისი სამლოცველოს, მისი ერთადერთი და პირველი სამლოცველოს წართმევის ფაქტის წინაშე.
- მისივე განმარტებით, პარკს, სავარაუდოდ, ჰქონდა გარანტიები, რომ ყალბი დოკუმენტების წარდგენით, დაუსაბუთებელი საჩივრით და ა.შ გარანტირებული ექნებოდა საქართველოში მისთვის რაღაც მართლმსაჯულების მიღწევა, რეალურად კი უხეშად დაირღვა, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ისე ამ ეკლესიის რწმენისა და რელიგიის თავისუფლება.
- "ვიცით როგორც მუშაობს სახელმწიფო რელიგიებთან მიმართებაში და ამის ნათელი მაგალითია ე.წ კრებსები, რა მასშტაბის თვალთვალი, კონტროლი, ჩარევა მიმდინარეობს ადამიანების პირად ცხოვრებაში", — თქვა ღავთაძემ.
- აქედან გამომდინარე, მისი განმარტებით, შეგვიძლია შევაფასოთ როგორ უყურებს რელიგიურ სფეროს სახელმწიფო და როგორ უნდა აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და კონკრეტული ადამიანები. ამიტომ, ეს შეიძლება, მორიგი მცდელობა იყოს.
-
გადახედვასაბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ საბა ბრაჭველი: თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს საგამოძიებო ორგანოში გამოკითხავენ
-
გადახედვა8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს 8-9 მაისს აქციების მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
კომენტარები