მნიშვნელოვანი დეტალები ზელენსკის, შარლ მიშელის და ფონ დერ ლეიენის პრესკონფერენციიდან
პრეზიდენტი ზელენსკი შემაჯამებელ პრესკონფერენციას ბრიუსელში ევროსაბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად მართავს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ზელენსკის მეორე საგარეო ვიზიტია საზღვარგარეთ, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
- უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს და მონარქს, გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ასევე, სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში.
- ზელენსკი მოუწოდებს პარტნიორებს გაზარდონ უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა და გადასცენ მათ მოიერიშე თვითმფრინავები.
- უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული შეხვედრები შეაფასა, როგორც ძალიან ძლიერი და მნიშვნელოვანი.
დეტალები: ჩარლზ მიშელი ამბობს, რომ ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა — მათ შორის სამხედრო ფრონტზე.
- ევროსაბჭოს პრეზიდენტი დასძენს, რომ მას სურს "თანმიმდევრული და მტკიცე" მიდგომა რუსეთთან დაკავშირებით, მათ შორის — აქტივების გაყინვასთან მიმართებით.
- ზელენსკის თქმით, შედგა დახურული შეხვედრა, რომლის მთავარი გზავნილიც იყო, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპაში მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაშია შესაძლებელი.
- მისი ინფორმაციით, მიღწეული დადებითი შედეგები უკრაინის შემდგომი შეიარაღების საქმეში, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილებები საჯარო არ არის.
- მისი შეფასებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში არის თავდასხმა არა მხოლოდ ევროპულ ღირებულებებზე, არამედ მათ სასიცოცხლო ინტერესებზე.
- ზელენსკიმ განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, უკრაინა ევროკავშირის წევრი 2023 წელს გახდება.
ამასთანავე, ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ენერგომომარაგების საკითხზე ისაუბრა.
- "უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებდა ევროკავშირში. ჩვენ ვქმნიდით თქვენს სოციალურ ცხოვრებას, თქვენს კეთილდღეობას, მაგრამ რუსეთმა დაიპყრო და ქსელიდან გამორთო ჩვენი ატომური ელექტროსადგური. ეს არის თქვენი ინტერესების დარღვევა".
- მისი შეფასებით, რუსეთის მცდელობა გაანადგუროს უკრაინის ეკონომიკა და ქალაქები მოქმედებს ყველაზე ევროპელზე.
- ზელენსკი ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს დააწესონ სანქციები რუსული ინდუსტრიების მიმართ, რომლებიც თვითმფრინავებსა და რაკეტებს აწარმოებენ, ასევე IT სექტორის მიმართ, რომელიც რუს სამხედროებს მხარს უჭერს.
- "მაშინ, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ნგრევა და მოვაშოროთ [რუსეთს] თავდასხმების წყარო", — ამბობს ის.
ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა პროგრესირებს, და საჭიროა კავშირმა უკრაინის ოცნებები რეალობად აქციოს.
- ასევე, იგი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, იზრუნოს სამართლიანობის აღდგენაზე, რაც მოიცავს ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების მოიძიებას, პროკურორებთან ერთად მუშაობას და საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას.
- "ხედავთ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი ხედვა გვაქვს და ოჯახის წევრები ერთმანეთს ეხმარებიან", — ამბობს ფონ დერ ლეიენი და დასძენს, რომ გააგრძელებს უკრაინის სრულ მხარდაჭერას.
- "უკრაინელები სიცოცხლეს სწირავენ თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინას. ჩვენ ვიცით, რომ ვერასდროს შევადარებთ იმ მსხვერპლს, რომელსაც უკრაინელები ყოველდღიურად იღებენ — მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თქვენი მხარდამჭერი ვიყოთ," — აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები