როგორ ეხმაურება პენცენტრი მხატვარ სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას
საქართველოს პენცენტრი გმობს მხატვარ სულაბერიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და მოთხოვნებს აჟღერებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, კულტურის ცენტრ ათინათის გამოფენის გახსნაზე, მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ნაცვლად, კედელზე დატოვა წარწერა — "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
- კედელზე გაკეთებული წარწერის გამო სულაბერიძის მიმართ ქურდობის მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც სასჯელის სახით 1-დან 2 წლამდე შინაპატიმრობას ან თავისუფლების 3-დან 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
- პენცენტრი გამოქვეყნებული განცხადების თარიღად 1937 წელს უთითებს და ბოლო დროს კულტურის სფეროში განვითარებულ მოვლენებს რეპრესიებთან აიგივებს.
დეტალები: ორგანიზაცია მომხდარს სანდრო სულაბერიძეზე რეპრესიულ თავდასხმად მიიჩნევს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრის დასჯას, არამედ ქართველი ხელოვანების დაშინებას.
- "მხატვრის წინააღმდეგ, მისი ნამუშევრის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ასევე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება, თავისი არსით არის პუტინის რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედება და ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოქმედებენ საქართველოს სახელმწიფოსთვის შეუთავსებელი ღირებულებებითა და ფასეულობებით", — ნათქვამია განცხადებაში.
- საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ კულტურის მინისტრი არაკომპეტენტურია, ის აზიანებს შემოქმედებით პროცესებს და განგებ ცდილობს საქართველოს მოქცევას კულტურულ იზოლაციაში, რაც, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას.
- პენცენტრი მოითხოვს შეწყდეს სამართალწარმოება სანდრო სულაბერიძის მიმართ.
ამასთანავე, პენცენტრი მოითხოვს შეწყდეს სამართალწარმოება სანდრო სულაბერიძის მიმართ.
- საქართველოს პენცენტრი მოითხოვს, "კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ამ გაუგონარი პუტინისტური გამოხდომის გამო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლის, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებისგან დაუცველობის გამო, მუზეუმებიდან კომპეტენტური მეცნიერებისა და თანამშრომლების უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების გამო, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა".
- ორგანიზაცია აცხადებს, რომ სხვა ქართველ სახელოვნებო ჯგუფებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად პროტესტის ყველა ფორმას გამოიყენებს.
- ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვაბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს
-
გადახედვარუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
-
გადახედვასპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას
-
გადახედვააჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან აჭარის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ბოიკოტის რეჟიმზე გადადიან
-
გადახედვაანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს ივანიშვილის ცოლი: გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს
-
გადახედვატვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს ტვინის ახალი ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
-
გადახედვასაქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს საქართველოს ეროვნული პლატფორმა მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს
-
გადახედვაირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე ირაკლი ფავლენიშვილი: მინისტრების მოსვლა აქციაზე არის გაგრძელება მხარდაჭერის, რომელსაც გრძნობს ქართველი ხალხი დასავლური ინტეგრაციის გზაზე
-
გადახედვა120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის 120 ორგანიზაცია: პუტინის წესების დამკვიდრების ეს მცდელობა ღალატია ყველასი, ვინც 200 წელზე მეტია, გარუსების წინააღმდეგ იბრძოდა და იბრძვის
-
გადახედვასტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს სტუ-ს რექტორი: არ არის ეს რუსული კანონპროექტი, მე ესე ვთვლი. სტუდენტების გაფიცვას არ შევუწყობ ხელს
-
გადახედვაHBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი HBO Max დიუნის სამყაროს შესახებ სერიალს უშვებს — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაპაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო პაპუაშვილი მინისტრებზე: რუსეთმა, თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს, მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო
-
გადახედვაშსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ შსს-მ რუსული კანონის მოწინააღმდეგე კიდევ 2 პირი დააკავა და აცხადებს, რომ მათ 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ
-
გადახედვა17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა
-
გადახედვამდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ! მდინარაძე: მოვითხოვ, რომ თუ სანქციები ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!
-
გადახედვარუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ რუსთაველიდან აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან გადაინაცვლებენ
-
გადახედვალანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ ლანდსბერგისი აქციის მონაწილეებს: ჩვენ არასოდეს მიგატოვებთ
კომენტარები