გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, კრისტალმა საფონდო ბირჟაზე 25 მლნ. ლარის ღირებულების გენდერული ობლიგაციები განათავსა
გალტ & თაგარტის მხარდაჭერით და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ განხორციელებული ინვესტიციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალმა საფონდო ბირჟაზე ორწლიანი გენდერული ობლიგაციები განათავსა.
საქართველოს ბანკის, როგორც თანაინვესტორის და აზიის განვითარების ბანკის, როგორც მთავარი ინვესტორის მხარდაჭერით, ფასიანი ქაღალდების ჯამური ღირებულება 25 მილიონ ლარს შეადგენს. აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 18.75 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის წილი კი 6.25 მილიონ ლარს შეადგენს.
ეს არის პირველი შემთხვევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და საქართველოში, როდესაც საფონდო ბირჟაზე გენდერული ობლიგაციების ჩაშვება განხორციელდა.
Crystal-ის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებს და მის მიზანს გენდერული თანასწორობისა და ქალების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენს. შესაბამისად, ობლიგაციები მიმართულია ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
გენდერული ობლიგაციების ბირჟაზე განთავსება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესები საქართველოს ეკონომიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ — ისინი ქვეყანაში ქმნიან სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტს. თუმცა, მათი ზრდა შეფერხებულია ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს კი ქალები წარმოადგენენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, თავის მხრივ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პროცესში, განსაკუთრებით, დაბალი შემოსავლების მქონე მსესხებლებისთვის, რომლებიც რურარულ გარემოში ცხოვრობენ.
"მოხარული ვარ გაცნობოთ კრისტალსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის პირველი პარტნიორობის შესახებ. კრისტალი ყოველთვის იყო მდგრადი დაფინანსების და მცირე მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი, რაც დასტურდება მრავალი კორპორაციული ჯილდოთი და საინვესტიციო გარიგებებით. მოცემული ტრანზაქცია არის ADB-ს და ჩვენი საერთო ღირებულებების ნათელი მაგალითი და ემსახურება საქართველოში მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზანს. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს — საქართველოს ბანკს და Galt & Taggart-ს ტრანზაქციის აქტიური მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", — აღნიშნა კრისტალის უფროსმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ილია რევიამ.
"ადგილობრივი სავალუტო ობლიგაციები ემსახურება იმ ფინანსური ხარვეზების შევსებას, რომელიც ხელს უშლის განვითარებად ქვეყნებს, მიაღწიონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. შესაბამისად, ზემოთხსენებული ობლიგაციები ხელს უწყობს კერძო სექტორის მიერ კაპიტალის ეფექტურ მართვას. ამასთანავე, ეს ტრანზაქცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თემატური ობლიგაციების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაღრმავებას და ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას", — აღნიშნა ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორმა, კრისტინ ენგსტრომმა.
"მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტი აქტიურად იყო ჩართული ასეთი უპრეცენდენტო გარიგების წარმატებით განხორციელებაში, განთავსებისა და კალკულაციის აგენტის როლში. ეს ტრანზაქცია კრისტალისა და გალტ & თაგარტის მესამე ერთობლივი განთავსებაა, რაც მეტყველებს როგორც კრისტალის სანდოობაზე, ასევე, ინვესტორების მხრიდან ზოგადად, მსგავს ტრანზაქციებზე ნდობის ზრდაზე. აღსანიშნავია გარიგების უნიკალური მახასიათებელი, რაც გულისხმობს პირველი გენდერული ობლიგაციების განთავსებას საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ვიმედოვნებთ, მომავალში არა ერთი მსგავსი ტრანზაქცია განხორციელდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლარის ობლიგაციების ემისიებისთვის. მსურს, მადლობა გადავუხადო და მივულოცო გალტ & თაგარტის მთელ გუნდს მორიგი წარმატებული და საინტერესო გარიგებისთვის. გალტ & თაგარტი საქართველოს ბაზარზე წლებია წამყვანი საინვესტიციო ბანკის როლში ეფექტურად თანამშრომლობს როგორც კერძო და საჯარო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან", — განაცხადა ოთარ შარიქაძემ, Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები